ისლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლი
Carex Acuta
Carex Acuta
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ისლისებრნი
გვარი:  ისლი
ლათინური სახელი
Carex

ისლი (Carex) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი კორდის შემქმნელი ფესურიანი ბალახებია. აქვთ სახწახნაგოვანი, იშვიათად მომრგვალო ღერო, რომელიც შემოსილია ხაზური ან ლანცეტა ფოთლებით.

ისლის 2000-მდე სახეობაა ცნობილი. უმეტესობა გავრცელებულია ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში. საქართველოში 90-მდე სახეობა გვხვდება.

ხარობს თითქმის ყველანაირი ტიპის ადგილსამყოფელში - ტყის ზონაში, უდაბნოში, ტუნდრაში და ალპურ მდელოებზე. განსაკუთრებით ბევრია ყველა ზონის ტენიან და ჭაობიან ადგილებში.

იყენებენ სასილოსედ და თივად. ზოგ სახეობას - ჭილობის, ჩანთებისა და ქუდების მოსაქსოვად, ნაგებობათა გადასახურავად, იშვიათად თოკსაც გრეხენ. მსხვილი ისლისგან მზადდება ქაღალდი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ისლი&oldid=4136133“-დან