ისე წილკნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისე წილკნელი
დაიბადა სირია
ხსენების დღე 15 დეკემბერი
მოღვაწეობა ბერი

ისე წილკნელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 2 (15) დეკემბერი). მოღვაწეობდა და მღვდელთმთავრობდა ქართლში წილკნის ეპარქიაში, დასაფლავებულია იქვე წილკნის საკათედრო ტაძარში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 228.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 137-139

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ისე წილკნელის ხსენების დღეს 15 დეკემბერს [ძვ. სტ. 2 დეკემბერი] აღნიშნავს.