ისააკ I კომნენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისააკ I კომნენოსი
Ισαάκιος A' Κομνηνός

ისააკ I-ის ოქროს მონეტა
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 5/8 ივნისი, 1057
მმართ. დასასრული: 22 ნოემბერი, 1059
წინამორბედი: მიხეილ VI სტრატონიკე
მემკვიდრე: კონსტანტინე X დუკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1007[1][2] 
გარდ. თარიღი: 1060[1]
გარდ. ადგილი: სტუდიტების მონასტერი, კონსტანტინოპოლი
მეუღლე: კატერინა ბულგარელი
შვილები: მანუელ კომნენოსი
მარია კომნენე
დინასტია: კომნენოსები
მამა: მანუელ ეროტიკოს კომნენოსი

ისააკ I კომნენოსი (ბერძ. Ισαάκιος A' Κομνηνός; დ. 1007[1][2]  — გ. 1060[1]) — ბიზანტიის იმპერატორი და კომნენოსების დინასტიის პირველი წარმომადგენელი საიმპერატორო ტახტზე. ქვეყანას მართავდა 1057-1059 წლებში. ტახტზე ავიდა წინამორბედის, მიხეილ VI სტრატონიკეს დამხობის შემდეგ. ხანმოკლე მმართველობისას სცადა იმპერიის გამოფიტული ფინანსური რესურსების აღდგენა, რისთვისაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. ტაძრებს ჩამოართვა მთელი საკუთრება და ხაზინაში შეიტანა. ავადმყოფობის გამო ძალაუფლება კონსტანტინე დუკას გადასცა. მალევე გამოჯანმრთელდა და ტახტისდაბრუნება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მონასტერში გაატარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მიხეილ VI სტრატონიკე
ბიზანტიის იმპერატორი
1057-1059
შემდეგი:
კონსტანტინე X დუკა