ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
IRA-ს სამკერდე ნიშანი

ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია (ინგლ. Provisional Irish Republican Army, PIRA) — ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო დიდი ბრიტანეთისაგან ჩრდილოეთ ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა.

დაარსდა 1969 წელს, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დაშლის შედეგად. 1972 წელს გამოაცხადა დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გაგრძელდა 26 ივნისიდან 9 ივლისამდე. ორგანიზაცია ჩართული იყო 1972-1998 წლების ოპერაციებსა და ტერაქტებში, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 27 ივნისი 1970 — ბრძოლა ბელფასტში.
  • 11 აგვისტო 1970 — დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 პოლიციელი.
  • 6 თებერვალი 1971— ბელფასტში გამართულ სროლებში დაიღუპა 1 და დაიჭრა 8 ბრიტანელი ჯარისკაცი, დაიღუპა რესპუბლიკური არმიის ერთი აქტივისტი[1]
  • 21 აპრილი 1971 — ქალაქ ბალტიმორის პორტში ჩაძირეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი "Stork"[2].
  • 21 ივლისი 1972სისხლიანი პარასკევი. აფეთქებების შედეგად ბელფასტში დაიღუპა 2 ბრიტანელი ჯარისკაცი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 130 ადამიანი (მათ შორის 77 ქალი და ბავშვი)[3][4].
  • 27 აგვისტო 1979თავდასხმა ქალაქ უორენპოინტთან. ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და მძიმედ დაიჭრა 6 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე[5].
  • 8 ნოემბერი 1987ენისკილენის ტერაქტის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და 10 მშვიდობიანი მოქალაქე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Peter Taylor. Provos The IRA & Sinn Féin. Bloomsbury Publishing. 1997. pp. 89-91. ISBN 0-7475-3818-2.
  2. Royal Navy (Hydrographic Survey Launches) // HC debate 28 April 1971 vol 816 cc142-3W. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2014.
  3. Bloody Friday
  4. List of Those Killed
  5. 1979: Soldiers die in Warrenpoint massacre // BBC: On this day