იოსები (ჯანდიერიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები (მრავალმნიშვნელოვანი).

იოსები (გვარად ჯანდიერიშვილი) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1755-1764 წლებში. მანამდე იყო რუსთავის ეპისკოპოსი. კათოლიკოსად დაადგინა 1755 წლის საეკლესიო კრებამ, რომელმაც გადააყენა ანტონ I. 1762 წელს იოსები ხელმძღვანელობდა ერეკლე II-ის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც შეიმუშავა დადგენილება საეპისკოპოსოებში მღვდელმსახურების წესების დარღვევათა აღმოსაფხვრელად. 1764 წლის მარტში ანტონ I-ის კათოლიკოსად აღდგენის გამო იოსები გადააყენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1951, ნაკვ. 29