იოსებ ილარი ეკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ილარი ეკელი
გერმ. Joseph Hilarius Eckhel
დაბ. თარიღი 13 იანვარი, 1737(1737-01-13)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ენცერსფელდი
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1798(1798-05-16)[1] [2] [3] [4] [5] (61 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[6] [4]
მოქალაქეობა  ავსტრია[7]
საქმიანობა ნუმიზმატი[7] და უნივერსიტეტის პროფესორი[7]
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი[7]

იოსებ ილარი ეკელი (დ. 13 იანვარი, 1737 — გ. 16 მაისი, 1798) — ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი.

ეკელი დაიბადა ენცერსფელდში, ქვემო ავსტრიაში.

მან მიიღო ადრეული განათლება იეზუიტების კოლეჯში, ვენაში, სადაც თოთხმეტი წლის ასაკში მიღებულ იქნა იეზუიტთა ორდენში. მან თავი შესწირა ძველი ნივთების და მონეტების შეგროვებას. პოეზიისა და რიტორიკის პროფესორად ყოფნის შემდეგ, 1772 წელს დაინიშნა მცველად იეზუიტთა კოლეჯის მონეტების კაბინეტში და იმავე წელს ის წავიდა იტალიაში ანტიკვარების და მონეტების საფუძვლიანად შესასწავლად. ეკელი ფლორენციაში დაიქირავეს, რათა წესრიგში მოეყვანა ტოსკანის ჰერცოგის მონეტების კოლექცია. მისი პირველი კვლევა და სხვა კოლექციები გამოჩნდა Numi veteres anecdoti-ში, რომელიც გამოქვეყნდა 1775 წელს.

1774 წელს დაინიშნა სიძველეთა საიმპერატორო მიუნცკაბინეტის დირექტორად.

1775–1798 წლებში ვენის უნივერსიტეტის პროფესორია.

მისი მთავარი ნაშრომია Doctrina numorum veterum, ის 8 ნაწილისგან შედგება, ამ ნაშრომში ეკელმა გამოიყენა ანტიკური მონეტების კლასიფიკაციის გეოგრაფიული პრინციპი. მან სისტემაში მოიყვანა 70 000-ზე მეტი მონეტა. ნაშრომის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1792 წელს, ხოლო ბოლო 1798 წელს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Choix de pierres gravées du Cabinet Imperial des Antiques (1788)
  • Kurzgefasste Anfangsgrunde zur alten Numismatik (1787)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Dr. Constant v. Wurzbach Eckhel, Johann Joseph Hilarius // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 3. — S. 423.
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #100118569 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Экгель, Йозеф-Гиларий // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XL. — С. 222.