იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი

იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალი (დ. 9 ივნისი, 1774, გრაცი ― გ. 23 ნოემბერი, 1856, ვენა), ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი. 1799–1807 ავსტრიის დიპლომატიურ სამსახურში იყო ოსმალეთის იმპერიაში. 1847–1849 ვენის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება ოსმალეთის იმპერიის ისტორიას. ჰამერ-პურგშტალის მთავარი შრომა ეფუძნება თურქეთის წყაროების შესწავლისა და ავსტრიის არქივს (10-ტომიანი „ოსმალეთის იმპერიის ისტორია“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]