ინკების იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინკების იმპერია
Tawantinsuyu

იმპერია

14381533 წწ.
დროშა

ინკების იმპერია
დედაქალაქი კუსკო
ენა კეჩუა (ძირითადი), აიმარა
პუკინა, მოჩიკა
რელიგია ინკების რელიგია
ფართობი 800 000 კმ2 (1438)
2 000 000 კმ2 (1527)
მოსახლეობა 12 000 000 ად. (1438)
20 000 000 ად. (1527)
მმართველობის ფორმა მონარქია (სხვა ცნობებით დიარქია)
დინასტია ანანის დინასტია
ინკა
 - 1438 - 1471 პაჩაკუტი (პირველი მეფე)
 - 1471 - 1493 ტუპაკ ინკა იუპანკი
 - 1493–1527 უაინა კაპაკი
 - 1527–1532 უასკარი
 - 1527–1533 ატაჰუალპა

ინკების იმპერია (კეჩუა Tawantinsuyu; ტაუანტინსუიუ) — კოლუმბამდელი ამერიკის უმსხვილესი იმპერია. იმპერიის ადმნინისტრაციული, პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი მდებარეობდა კუსკოში (დღევანდელი პერუ). ინკების ცივილიზაცია აღმოცენდა პერუს მაღალმთიან რეგიონში XIII ს. დასაწყისში. იმპერიამ, დაპყრობითი ომებისა თუ მშვიდობიანი ასიმილაციის შედეგად შეძლო გაეერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩრდილოეთ-დასავლეთი არგენტინა, ჩრდილოეთ ჩილე და სამხრეთ კოლუმბია).

იმპერიის ოფიციალური ენა იყო კეჩუა, მაგრამ გავრცელებული იყო აგრეთვე ასობით ადგილობრივი ენა და დიალექტი. ინკები თავიანთ იმპერიას უწოდებდნენ ტაუანტინსუიუს, რაც აღნიშნავს სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს. იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა, ესენია: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო.

ინკების უმთავრესი ღვთება იყო ინტი — მზის ღმერთი. მიუხედავად ამისა, იმპერიაში შემავალ ყველა ტომს, სამეფოს და ქალაქს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციული რელიგია, თუ უპირატესად აღიარებდნენ ინკების რწმენას.

კუსკოს სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკების ტომი პირველად კუსკოს მიდამოებში გამოჩნდა XII ს. დასაწყისში. მანკო კაპაკის მეთაურობით ინკებმა დააარსეს ქალაქი-სახელმწიფო კუსკო. საპა ინკას ხელმძღვანელობით ინკებმა დაიწყეს თავიანთი გავლენის გაფართოება და ტუპაკ ინკა იუპანკის მეფობის დროს უკვე აკონტროლებდნენ ანდების მთების უმეტეს ნაწილს (დღევანდელი პერუ და ეკვადორი).

ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უაინა კაპაკი

ინკების ტრადიციის თანახმად, ჯარს სათავეში ედგა მეფის შვილი. პაჩაკუტის შვილმა ტუპაკმა 1463 წ. დაიპყრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები, შემდეგ კი ჩიმორი — ინკების უმთავრესი მეტოქე პერუს სანაპიროზე. ტუპაკის შვილმა უაინა კაპაკმა შემოიერთა დღევანდელი ეკვადორის ნაწილი. ამ პერიოდისთვის, ინკების იმპერიაში შედიოდა ვრცელი ტერიტორიები: დღევანდელი პერუ, ბოლივია, ეკვადორისა და ჩილეს უმეტესი ნაწილი.

ინკების იმპერიაში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ენისა და კულტურის მქონე ტომები. ინკები საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჯერ აფრთხილებდნენ მოწინააღმდეგეს ნებაყოფლობით შემოერთებოდა იმპერიას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იყენებდნენ თავიანთ ძლიერ და მრავალრიცხოვან ჯარს. დაპყრობილ ტომებს ინკები აიძულებდნენ თავიანთი ენის შესწავლას და მზის ღმერთის — ინტის აუცილებელ თაყვანისცემას, მაგრამ, ამავე დროს უფლებას აძლევდნენ შეენარჩუნებინათ ტრადიციული რელიგია და ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით კი ხელსაქმე და ჩაცმულობა, რითაც უადვილდებოდათ დაპყრობილთა წარმომავლობის და სოციალური სტატუსის გარჩევა.

ინკების ეკონომიკა ძირითადად გაცვლაზე და გადასახადებზე იყო დაფუძნებული. განვითარების ზენიტში მყოფი იმპერია 12 მილიონამდე ადამიანს აერთიანებდა და შესაბამისად, ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოს წარმოადგენდა იმჟამინდელ მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]