ინზელბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინზელბერგი ბრაზილიაში

ინზელბერგი (გერმ. insel — „კუნძული“ და berg — „მთა“) ან კუნძულოვანი მთა — იზოლირებული, ხშირად გუმბათის მსგავსი კრისტალური ქანების შვერილი[1] სიმაღლით 100-დან 2000 მეტრამდე, რომელიც მდებარეობს მოსწორებულ ტერიტორიებს შორის[2].

ტერმინი ჩვეულებრივ მიეკუთვნება წარმონაქმნებს, რომლებიც მდებარეობენ ცხელ გვალვიან რაიონებში, განსაკუთრებით აფრიკის დაბლობების სავანებში. ინზელბერგი შეიძლება იყოს მოწმე მეზობელი მაღლობების დაშლის შედეგად (ასეთები ბევრია საჰარაში) ან უახლესი ტექტონიკით ამოწეული, მაგალითად, ხიბინები კოლის ნახევარკუნძულზე[2].

ვენესუელაში ინზელბერგები ლანდშაფტის ტიპური ელემენტია.

ყველაზე უფრო მეტად ცნობილი ინზელბერგია ულურუს კლდე ავსტრალიაში, აგებული კონგლომერატებით და ქვიშაქვებით[3][4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მცენარეულობის ბიოგეოგრაფია და მრავალფეროვნება: ინზელბერგი (ლაია) სამხრეთ ვენესუელაში დაარქივებული 2011-09-12 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 კუნძულოვანი მთები გეოგრაფიულ ლექსიკონში.
  3. ინზელბერგი დაარქივებული 2012-03-21 საიტზე Wayback Machine. ენციკლოპედიაში «სამყარო ჩვენს ირგვლივ».
  4. (geology) სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)