ინგლისის თანამეგობრობა (ინგლ.Commonwealth of England, მოგვიანებით ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის თანამეგობრობა (ინგლ.Commonwealth of England, Scotland and Ireland)) — მმართველობის ისტორიული ფორმა ინგლისში1649 წლიდან 1660 წლამდე. ჩამოყალიბდა ინგლისის მეფის, ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯისა და მონარქიის დამხობის შემდეგ. აღნიშნულ პერიოდს ინგლისელი ისტორიკოსები ასევე უწოდებენ „უმეფობის ხანას“ (English Interregnum). 1660 წელს ინგლისში მონარქია კვლავ აღდგა.