ინგლისელი პაციენტი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ინგლისელი პაციენტი“
ჟანრი რომანტიკული დრამა
დამდგმელი რეჟისორი ენტონი მინგელა
პროდიუსერი სოლ ზაენცი
სცენარის ავტორი დევიდ მამეტი
ნაწარმოები „ინგლისელი პაციენტი“
— მაიკლ ონდააჩი
როლებში რეიფ ფაინზი
კრისტინ სკოტ ტომასი
მუსიკა გაბრიელ იარედი
ოპერატორი ჯონ სილი
მონტაჟი უოლტერ მარში
მხატვარი სტიუარტ კრეიგი, სტეფან მაკმილანი
სტუდია Tiger Moth Productions
Miramax Films
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი 15 ნოემბერი, 1996
ხანგრძლივობა 162 წთ.
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური, გერმანული, არაბული, უნგრული
ბიუჯეტი $ 27 მლნ
შემოსავალი $ 231 976 425

ინგლისელი პაციენტი (ინგლ. The English Patient) — 1996 წლის რომანტიკული დრამა. დაფუძნებულია მაიკლ ონდააჩის ამავე სახელწოდების რომანზე. მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მის შემდეგ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

უნგრელი კარტოგრაფი გრაფი ლაშლო ალმაში უდაბნოს მესაიდუმლე და მკვლევარია. მას ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან ძვლებამდე დამწვარ-დაბუგულს, კანამძვრალი ამოიყვანენ, ცოცხალ-მკვდარს საკუთარი სახელიც არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს ქალი, რომელიც უყვარდა და რომელიც კაიროში გაიცნო. 1938 წელს მას საიდუმლო რომანი ჰქონდა კათრინთან. დაჭრილ კათრინს ლაშლო მოცურავეთა გამოქვაბულში მიიყვანს, სადაც დატოვებს და დაპირდება რომ დაბრუნდება და არ მიატოვებს.

გრაფს იტალიაში მდებარე ერთ ვილაში მოათავსებენ, სადაც ჰანა უვლის. ვილაში ასევე ცხოვრობს დეივიდ კარავაჯო, კანადელი სამხედრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა მაიორმა აწამა და თითები მოაჭრა. ლაშლო ალმაში ინგლისელი პაციენტის სახელითაა ცნობილი. მომვლელი ჰანა სიქჰ კიპს უყვარს. კიპს მიმდებარე არეალში ნაღმების გაუვნებელყოფა ევალება. კიპს მეგობარი მოუკვდება, ჩაკეტავს ოთახის კარს, გლოვობს და ჰანას, მიუხედავად თხოვნისა, არ შეუშვებს. ამის შემდეგ კი კიპს სხვაგან გადაიყვანენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]