ილიას სარკისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილიას სარკისი
ლიბანის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 1976 – 22 სექტემბერი, 1982
წინამორბედისულეიმან ფრანჟიე
მემკვიდრეამინ ჟმაიელი

დაბადებული20 ივლისი, 1924
შაბანიიეხი, ლიბანი
გარდაცვლილი27 ივნისი, 1985 (60 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
განათლებაწმინდა იოსების უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამარონიტი

ილიას სარკისი (არაბ. إلياس سركيس დ. 20 ივლისი, 1924, შაბანიიეხი, ლიბანი — გ. 27 ივნისი, 1985, პარიზი, საფრანგეთი) — ლიბანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანის პრეზიდენტი 1976 წლის 23 სექტემბრიდან 1982 წლის 22 სექტემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სარკისი დაიბადა 1924 წლის 20 ივლისს, მთიან ლიბანში, სოფელ შაბანიიეხში, მარონიტების ოჯახში[1]. ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, ჰქონდათ საკუთარი მაღაზია.

სარკისმა სწავლა დაიწყო საკუთარი სოფლის სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ბეირუთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა რკინიგზის კლერკად. 1948 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო იურისტის კვალიფიკაცია[2].

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ადვოკატად[3]. მოგვიანებით იგი გახდა ლიბანის არმიის მეთაურის ფუად შეჰაბის პროტეჟე. შეჰაბი პრეზიდენტად აირჩიეს 1958 წელს[4]. სარქისი დაინიშნა კონტროლის პალატის მაგისტრატორად, ხოლო 1953 წელს პრეზიდენტის პალატის გენერალურ დირექტორად. 1968 წელს დაინიშნა ლიბანის ცენტრალური ბანკის მმართველად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 9 წლის განმავლობაში. მისი დანიშვნა ბანკის მმართველად განაპირობა პრეზიდენტ შარლ ელუს სურვილმა, მას უნდოდა ქვეყნის საბანკო სისტემის რეორგანიზაცია, რომელიც დააზარალა 1968 წლის საბანკო კრიზისმა[4].

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკისმა 1970 წელს მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებში სულეიმან ფრანჟიესთან დამარცხდა სულ ერთი ხმით[5]. თუმცა 6 წლის შემდეგ, გააფთრებული სამოქალაქო ომის დროს იგი მაინც აირჩიეს პრეზიდენტად[6][7][8]. მისი პრეზიდენტად არჩევა, როგორც ამბობენ, მოხდა სირიელების ზეწოლით[9]. მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იგი იყო დამასკოს კანდიდატი და ჰაფეზ ასადის სასურველი კანდიდატი ლიბანის პრეზიდენტის თანამდებობაზე[10][11]. აქედან გამომდინარე იგი იყო სომხების ინტერესების აქტიური და უკომპრომისო დამცველი თავის ქვეყანაში. ილიას სარკისი ეროვნულმა ასამბლეამ 66 ხმით აირჩია პრეზიდენტად. სარკისის პრეზიდენტობა ლიბანის ქრისტიან და მუსულმან ექსტრემისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას დაემთხვა. 1976 წლის ნოემბერში ილიას სარკისს სურდა თავისი მეგობრის ქამალ ჯუმბლატის მთავრობაში შეყვანა, მაგრამ ჰაფეზ ასადი ამის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ჯუმბლატი ქვეყანაში სირიის გავლენის წინააღმდეგი იყო[12].

1980 წლის 5 მარტს სარკისმა შეიმუშავა საკუთარი პოლიტიკური სტრატეგია ქვეყანაში ეროვნული თანხმობისათვის. იგი ოთხ ძირითად პირობას ემყარებოდა:

1980 წლის ივნისში თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი სალიმ ჰოსი ლიბანში მშვიდობის მიღწევაში სარკისის უუნარობისადმი პროტესტის ნიშნად.

ილიას სარკისის ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში შეიჭრა ისრაელის არმია და დაიწყო ლიბანის ომი.

ილიას სარკისი გარდაიცვალა 1985 წლის 27 ივნისს პარიზში, კიბოს დიაგნოზით, 61 წლის ასაკში[4][5]. მისი ცხედარი გადაასვენეს ლიბანში[4]. 29 ივნისს ბეირუთში შედგა გამოსათხოვარი ცერემონია და იმავე დღეს დაკრძალეს მშობლიურ სოფელში[13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elias Sarkis. Wars of Lebanon. ციტირების თარიღი: 8 августа 2013.
  2. „Profiles of Lebanon's presidents since independence“. Lebanon Wire. 25 May 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  3. Elias Sarkis. Presidency of the Republic of Lebanon. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 „Former Lebanese President Elias Sarkis dies“. Lakeland Ladger. The Associated Press. 28 June 1985. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  5. 5.0 5.1 „Ex-Lebanese Leader Sarkis Dies at 60 in Paris Hospital“. Los Angeles Times. 28 June 1985. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  6. „Elias Sarkis, Former Lebanese President“. Orlando Sentinel. 28 June 1985. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-20. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  7. David S. Sorenson (12 November 2009). Global Security Watch—Lebanon: A Reference Handbook. ABC-CLIO, გვ. 7. ISBN 978-0-313-36579-9. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. 
  8. „Lebanon's presidency - a source of strife since 1976“. Lebanon Wire. Beirut. DPA. 22 November 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. Hudson, Michael C. (1997). „Trying Again: Power-Sharing in Post-Civil War Lebanon“ (PDF). International Negotiation. 2: 103–122. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2020-03-18. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  10. (10 September 2012) Hezbollah: A History of the "Party of God". Harvard University Press, გვ. 18. ISBN 978-0-674-06752-3. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. 
  11. Kathy A. Zahler (1 August 2009). The Assads' Syria. Twenty-First Century Books, გვ. 10. ISBN 978-0-8225-9095-8. ციტირების თარიღი: 8 августа 2013. 
  12. Nisan, Mordechai. The Syrian occupation of Lebanese. ACPR. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  13. „Sarkis, Ex-Lebanese President, is Buried“. Los Angeles Times. Reuters. 30 June 1985. ციტირების თარიღი: 10 June 2012.