იზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზარი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები მიუნხენი
სათავე ჩრდილოეთი კირქვიანი ალპები
47°22′32″ ჩ. გ. 11°24′29″ ა. გ. / 47.37556° ჩ. გ. 11.40806° ა. გ. / 47.37556; 11.40806
სიგრძე 295 კმ
აუზის ფართობი 8,370 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} იზარი ვიკისაწყობში

იზარი (გერმ. Isar) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. სათავე აქვს ჩრდილოეთ კირქვიან ალპებში, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 295 კმ, აუზის ფართობი 8,370 კმ². მიედინება ავსტრიის ტიროლისა და გერმანიის ბავარიის ტერიტორიებზე. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. მდინარეზე უხვადაა ხრეშის მრავალრიცხოვანი კუნძულები. ზემო დინება მოქცეულია ავსტრიის ფარგლებში, აქ მოედინება ტიროლის ალპების გავლით, სადაც დამახასიათებლად ტიპური მთის მდინარეა. გერმანიაში მიტენვალდის სიახლოვეს შემოდის.

ზაფხულში იცის წყალმოვარდნა, ზამთარში წყალმცირობა. წყლის საშუალო ხარჯი 175 მ³/წმ. ხე-ტყის დაცურება. იზარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი მიუნხენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]