იზაბელა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა სავოიელი
წოდებები
მოდენის ჰერალდიტარული პრინცესა
დაიბადა 11 მარტი, 1591
გარდაიცვალა 28 აგვისტო, 1626, (35 წლის)
საგვარეულო სავოიელები
მეუღლე(ები) ალფონსო III, მოდენის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
მამა კარლო ემანუელე I, სავოიის ჰერცოგი
დედა კატალინა მიკაელა ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელა სავოიელი (იტალ. Isabella di Savoia; დ. 11 მარტი, 1591, ტურინი, სავოიის საჰერცოგო, იტალია — გ. 28 აგვისტო, 1626, მოდენა, მოდენის საჰერცოგო, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და კატალინა მიკაელა ესპანელის ასული. მოდენის ჰერცოგ ალფონსო III-ის მეუღლე და ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელა დაიბადა 1591 წლის 11 მარტს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და მისი მეუღლის, კატალინა მიკაელა ესპანელის შუათანა ასული. დედის მხრიდან იგი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას შვილიშვილი, ვის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი, ვინაიდან ელიზაბეტს ესპანელები იზაბელას უწოდებდნენ.

1597 წელს დედამისი თავისი დედისა და დიდი ბებიის მსგავსად მშობიარობას გადაჰყვა. 1608 წლის 22 თებერვალს ტურინში შედგა იზაბელასა და მოდენის პრინც ალფონსოს ქორწინება, რომელიც თავის მხრივ მოდენის ჰერცოგ ჩეზარესა და ვირჯინია მედიჩის ვაჟი იყო. ცნობილია, რომ ალფონსოს მეუღლე მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა და ყოველთვის მისი ერთგული იყო. ქორწინებიდან ორ წელიწადში იზაბელამ მომავალი ჰერცოგი გააჩინა, რითაც მოდენაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდა.

იზაბელა სავოიელი 1626 წლის 28 აგვისტოს, 35 წლის ასაკში გადაჰყვა მეთოთხმეტე მშობიარობას. ამ ამბიდან ორ წელიწადში მისი ქმარი მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი გახდა, თუმცა იგი მეორედ აღარ დაქორწინებულა და გარდაიცვალა 1644 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელასა და ალფონსოს თოთხმეტი შვილი ჰყავდათ:

  1. ჩეზარე (1609-1613), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ფრანჩესკო I (1610-1658), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. პირველად დაქორწინდა მარია კატერინა ფარნეზეზე, დაქვრივების შემდეგ ვიტორია ფარნეზეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლუკრეცია ბარბერინიზე. სამივე ცოლთან შეეძინა შვილები;
  3. ობიცო (1611-1644), მოდენის ეპისკოპოსი;
  4. კატერინა (1613-1628), მონაზონი;
  5. ჩეზარე (1614-1677), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  6. ალესანდრო (1615), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. კარლო (1616-1679), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  8. რინალდო (1618-1672), კარდინალი;
  9. მარგერიტა (1619-1692), ცოლად გაჰყვა გუასტალის ჰერცოგ ფერანტე III გონძაგას;
  10. ბეატრიჩე (1620), გარდაიცვალა ჩვილი;
  11. ფილიბერტო (1622-1623), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  12. ბონიფაციო (1624), გარდაიცვალა ჩვილი;
  13. ანა (1626-1690), ცოლად გაჰყვა ალესანდრო II პიკო დელა მირანდოლას, იზაბელა მასზე მშობიარობას გადაჰყვა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chiusole, An. La genealogia delle case piu illustri di tutto il mondo : — Venezia : J. B. Recurti, 1743. — P. 552. — 671 p.
  • Osborne, T. Dynasty and Diplomacy in the Court of Savoy: Political Culture and the Thirty Years' War : — Cambridge : Cambridge University Press, 2007. — P. 44. — 320 p. — (Cambridge Studies in Italian History and Culture). — ISBN 978-0-52-103791-4.
  • Sanger, Al.E. Art, Gender and Religious Devotion in Grand Ducal Tuscany : Farnham : Ashgate Publishing, 2014. — P. 44. — 180 p. — (Women and Gender in the Early Modern World). — ISBN 978-1-40-940079-0.