იგორ სევერიანინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იგორ სევერიანინი (დ. 4 მაისი, 1887, პეტერბურგი — გ. 20 დეკემბერი, 1941, ტალინი) — რუსი პოეტი, მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან. პოპულარობა მოუტანა კრებულმა „მეხთამტეხი თასი“ (1913). მისი კრებულებია „ოქროლირა“ (1914), „ანანასები შამპანურში“ (1915), „პოეზოანტრაქტი“ (1915). იყო ეგოფუტურიზმის ლიდერი. 1918 წლიდან წავიდა ემიგრაციაში. 1913 წელს თ. სოლოგუბთან ერთად პოეზიის საღამოები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]