იბნ ალ-ჰაისამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნ ალ-ჰაისამი
არაბ. أبو علي الحسن بن الحسن بن الهيثم البصري المصري
დაბ. თარიღი 965[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბასრა, Buyid dynasty[1] [5]
გარდ. თარიღი 1039[6] [2] [7] [3]
გარდ. ადგილი კაირო, ფატიმიდების სახალიფო[1] [3] [5]
საქმიანობა მათემატიკოსი[8] , ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, ასტრონომი[8] , გამომგონებელი, ასტროლოგი და ინჟინერი
განთქმული მოსწავლეები ალ-მუბაშშირ იბნ ფატიკი
გავლენა მოახდინეს

იბნ ალ-ჰაისამი (დ. 965, ბასრა — გ. 1039, კაირო) — არაბი მეცნიერი. ახალგაზრდობაშივე გადავიდა ეგვიპტეში (კაიროში), სადაც ხალიფა ალ-ფატიმას ემსახურებოდა. მას ეკუთვნის მრავალი შრომა ფიზიკის, მათემატიკის, მედიცინისა და ფილოსოფიის დარგში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი შრომა ოპტიკაში, რომელიც პირველად 1572 წელს გამოქვეყნდა (ლათინურ ენაზე). ეს შრომა ყველაზე სრულად გადმოსცემს იმდროინდელი ოპტიკურ საკითხებს. განსაკუთრებით საინტერესოა მონაცემები თვალის აგებულების შესახებ, რომელიც უახლოვდება თანამედროვე წარმოდგენას. მასში გამოთქმულია აგრეთვე სინათლის გავრცელების სიჩქარის სასრულობის ჰიპოთეზა. მის „ოპტიკაში“ მოცემულია კამერა-ობსკურას ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი აღწერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1933.
  2. 2.0 2.1 autori vari Treccani Philosophy / G. BedeschiIstituto dell'Enciclopedia Italiana, 2009.
  3. 3.0 3.1 3.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Lorch R. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Trove — 2009.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #118648160 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. 8.0 8.1 Аль-Хазенъ // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 2. — С. 56.