იაუარ უაკაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაუარ უაკაკი. ფელიპე გუმან პომა დე აიალას ნახატი

იაუარ უაკაკი (კეჩ. სისხლმტირალი ინკა) – კუსკოს სამეფოს მეშვიდე საპა ინკა, ანანის დინასტიის მეორე იმპერატორი. ინკა როკას ვაჟი. ჰყავდა მეუღლე მამა ჩიკია და ვაჟი – ვირაკოჩა ინკა.

მისი სახელი მომდინარეობს ერთი ისტორიიდან: როდესაც იგი რვა წლის იყო, იგი მოიტაცა აიარმაკამ და ამ მძიმე განსაცდელისას იგი სისხლის ცრემლებით ტიროდა. ტყვეობიდან უაკაკი მისი გამტაცებლის დიასახლისებმა გააპარეს.

იაუარ უაკაკის მმართველობისას, ინკებს გადამწყვეტი ბრძოლები ჰქონდათ ჩარკასის კულტურის ხალხთან. ერთ-ერთი ჟამთააღმწერლის მიხედვით, ჩარკასის საშინელი შემოტევის დროს, იაუარ უაკაკმა მიატოვა კუსკო და თავს უშველა. ქალაქი მისმა ვაჟმა, ვირაკოჩამ დაიცვა, დაამარცხა რა ჩარკასები.

სხვა იმპერატორებისაგან განსხვავებით, იგი კუსკოში პატარა შენობების აგებას ანიჭებდა უპირატესობას და უარი თქვა საკუთარი სასახლის აშენებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]