იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონია
კავშირი იაპონიის რაგბის ფეხბურთის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი ალუბლის ყვავილები / მამაცი ყვავილები
ემბლემა საკურა
მწვრთნელ(ებ)ი ედი ჯოუნზი
კაპიტანი მაიკლ ლიტჩი
ყველაზე მეტი კეპი ჰიტოში ონო (96)
ყველაზე მეტი ქულა აიუმი გორომარუ (695)
ყველაზე მეტი ლელო დაისუკე ოჰატა (69)[1]
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
იაპონიის დროშა იაპონია 9 – 8 კანადა კანადის დროშა
(31-01-1932)
უდიდესი გამარჯვება
იაპონიის დროშა იაპონია 155 – 3 ჩინეთის ტაიბეი ჩინეთის ტაიბეის დროშა
(01-07-2002)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 145 – 17 იაპონია იაპონიის დროშა
(04-06-1995)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 7 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი სამი მოგება, 2015

იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები – ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრები ცნობილია მეტსახელით Cherry Blossoms («ალუბლის ყვავილები») და Brave Blossoms («მამაცი ყვავილები»). იაპონია უძლიერესი სარაგბო ქვეყანაა აზიის კონტინენტზე, სხვა რეგიონის ნაკრებებთან თამაშისას იაპონიის ნაკრებს აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგებიც. ქვეყანაში მთავარი სარაგბო ადმინისტრაციული ორგანოა 1926 წელს დაარსებული იაპონიის რაგბის კავშირი (JRFU). იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს წყნარი ოკეანის ერთა თასის და აზიის ხუთი ერის თასის გათამაშებებში.

იაპონელებმა ითამაშეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით 7 ზედიზედ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატამდე ნაკრების ანგარიშზე იყო მხოლოდ ერთი გამარჯვება: 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელებმა მოუგეს ზიმბაბვეს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში იაპონელებმა ტურნირების ისტორიაში განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სენსაცია, მოუგეს სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 34-32. იაპონიის ნაკრებმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა მოიგო, როგორც მათმა კონკურენტებმა სამხრეთ აფრიკის და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა, მაგრამ ქულებით ჩამორჩნენ მათ და ვერ მოხვდნენ მეოთხედფინალში. საბოლოო ჯამში მათ დაიკავეს 9-ე ადგილი.

რაგბი ქვეყანაში პირველად გამოჩნდა 1899 წელს, მათი პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1932 წელს — მეტოქე იყო კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. ეროვნული ნაკრების გამორჩეულ მატჩებს შორის აღსანიშნავია გამარჯვება «ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების» იუნიორთა გუნდთან 1968 წელს და მცირე ანგარიშით დამარცხება ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან (3–6) 1971 წელს. იაპონიის ეროვნული ნაკრების ყველაზე უფრო აღსანიშნავი მოგება მოხდა 1989 წელს, როდესაც მათ გაიმარჯვეს «შოტლანდია XV-თან» (28–24) თამაშში. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელმა რაგბისტებმა ფრედ ითამაშეს კანადის ეროვნულ ნაკრებთან (12–12). 2011 წელს ნაკრებმა მოიგო წყნარი ოკეანის ერთა თასი, მატჩები გამართა ისეთ ნაკრებებთან, როგორებიცაა სამოა, ტონგა და ფიჯი.

იაპონიამ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. This is his total number of tries for Japan. His total against Test sides is 67. For more details, see List of leading Rugby union Test try scorers.