თეთრი არყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  თეთრი არყი
ლათინური სახელი
Betula pubescens Ehrh., 1789
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194521
გავრცელება

თეთრი არყი,[1] შებუსვილი არყი[2] (ლათ. Betula pubescens) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 15–18 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მეტწილად გამრუდებული ტანით, უმეტესად – მრავალღეროიანი. აქვს მოთეთრო, ხშირად ოდნავ მოვარდისფრო ქერქი. ოდნავ შებუსვილი ერთწლიანი ყლორტები და ფოთლები. კვერცხის ფორმისაა, მახვილწვერიანი ან ოდნავ წაწვეტებული, კიდეზე არანათლად გამოხატული ორმაგხერხკბილა ფოთლის ფირფიტა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში,[3] აქ ყველაზე გავრცელებული არყია.[4] იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ზოგან კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. ტყის ზედა საზღვრის გაყოლებით ქმნის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეს დეკას ქვეტყით ან მდიდარი ბალახოვანი საფრით.[3]

საქართველოში გავრცელებულია მისი ვარიაცია (Betula pubescens var. litwinowii) — ლიტვინოვის არყი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 54.
  2. სამკურნალო, დეკორატიული, ტექნიკური და თანამდევი მცენარეები – წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი (ა). medgeo.net. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2021
  3. 3.0 3.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 80.
  4. მათიკაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.