თეატრალური სახელოსნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეატრალური სახელოსნო (რუს. Театральная мастерская) — თეატრი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი შექმნა ახალგაზრდა რეჟისორმა პაველ ვეისბრიომმა 1917 წელს. როსტოვიდან თეთრების წასვლის შემდეგ ვეისბრიიომმა ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა და გადასახლდა პარიზში[1].

ახალგაზრდა კოლექტივის რეპერტუარში წარმოდგენლი იყო მხოლოდ პოეტური ნაწარმოებები: „დღესასწაული ჭირიანობის დროს“, „მასკარადი“, ალექსანდრე ბლოკის, ალექსი რემიზოვის, კარლო გოცისა და სხვათა პიესები[2].

1920 წელს დონის როსტოვის კაფე „პოეტების სარდაფის“ მცირე სცენაზე შედგა ველემირ ხლებნიკოვის პიესის „სიკვდილის შეცდომის“ (რეჟისორი არკადი ნადეჟდოვი) პრემიერა[3]. თავად ველემირ ხლებნიკოვი თავად დაესწრო რეპეტიციას „თეატრალურ სახელოსნოში“ და ასევე პრემიერას. ილია ბერეზარკი მიიჩნევდა, რომ ეს იყო პირველი თეატრალური წარმოდგენა ხლებნიკოვის შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

1920 წლიდან „თეატრალური სახელოსნო“ მუშაობდა ხელოვნების დონის საოლქო სახალხო განათლების დაქვემდებარებაში, როგორც დრამის მოძრავი თეატრი[4]. თეატრი განთავსებული იყო დიდი სადოვაიის ქუჩაზე № 25-ში[4]. თეატრი მართავდა ლიტერატურულ საღამოებს სხვადასხვა ორგანიზაციებში მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. კერძოდ: ლელის ქარხანაში, ურიცკის სახელობის კლუბში, ავტოსარემონტო ქარხანაში, კოლბერგის ქარხანაში, ტაგანროგის ქარხანა „წითელი მექვაბის“ კლუბში, პანჩენკოს ფაბრიკაში და სხვა[4].

ყველა სერიოზული საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის მსახიობების ჯგუფში დაშვების ჩათვლით, წყდებოდა სპეციალურად შექმნილი საბჭოს მიერ[4].

1921 წელს „თეატრალურ სახელოსნოში“ დადგეს ნიკოლაი გუმილიევის დრამატული პოემა „გონდლა“[5][6]. ავტორი მატარებლით ეწვია როსტოვს, გაეცნო ჯგუფს და დაპირდა კოლექტივს, რომ წაიყვანდა პეტროგრადში.

1921 წლის სექტემბერში თეატრი გაემგზავრა პეტროგრადში. პეტროგრადის გუბერნიის პოლიტიკურ*-აგანმანათლებლო განყოფილებამ თეატრი აიყვანა თავისი მფარველობის ქვეშ[2].

1922 წლის 8 იანვარს ლენინგრადში, ვლადიმირის კლუბში, ვლადიმირის პროსპექტ № 12-ში დაიწყო „თეატრალური სხელოსნოს“ სპექტაკლები. სპექტაკლები გაიხსნა გუმილიოვის პიესით, პუბლიკა შეძახილებით ითხოვდა ავტორს, მაგრამ ამ დროს უკვე გუმილიოვი დახვრეტილი იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

პეტროგრადში თეატრი მოქმედებდა მცირე ხნის განმავლობაში, მშვიდად და შეუმნევლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Янковский М. Евгений Шварц и театр Комедии დაარქივებული 2013-11-26 საიტზე Wayback Machine. // Мы знали Евгения Шварца / Под ред. Н.К. Войцеховской. — Л.-М.: Искусство, 1966. — 230 с.
  2. 2.0 2.1 Санкин Л. Гумилев в Ростове-на-Дону [1]
  3. Березарк И. Встречи с Хлебниковым // Звезда, журнал XX—XXI веков. 1965. — № 12. — С. 173—176.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Зайчикова Л.Г. История «Театральной мастерской» по материалам из фонда Ростовского областного музея краеведения // Известия Ростовского областного музея краеведения. — 2001. — № 9.
  5. Борзенко В. Мастерская талантов[მკვდარი ბმული] // АиФ на Дону. — 2006. — 16 авг.
  6. Анненков Ю. П. Дневник моих встреч: Цикл трагедий. — Л.: Искусство, 1991. Т. 1. — ISBN 5-210-02156-4.