თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარი (გ. 1161 წლის შემდეგ) – დავით აღმაშენებლის ასული, შირვანშაჰ მანუჩაჰრ III-ის ცოლყოფილი. დაქვრივების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ააშენა თიღვის ტაძარი, იქვე აღიკვეცა მონაზვნად თომას სახელით. ნიკორწმინდის სულთა მატიანე წერს:

ვიკიციტატა
„თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ.“

დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„და მას-ვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარ-ცა ორნი მნათობნი – ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს – ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგანა მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.[1]

ხოლო ქართლის ცხოვრება კი გვამცნობს:

ვიკიციტატა
„ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 334.
  2. ლაშა-გიორგის ქრონიკა, ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 366