ზღვის სპილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის სპილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mirounga

ზღვის სპილო (Mirounga) — ფარფლფეხიანთა გვარი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მამალი მწარმოებლის სიგრძე 3,7-55-,5 მ აღემატება, წონა — 3,9 ტ-მდეა; დედლის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ. მამალ ზღვის სპილოს ცხვირის ღრუ ბუშტივით აქვს წაზრდილი, აგზნებისას ებერება და მოკლე ხორთუმს ემსგავსება. სხეული მურა ბალნითაა დაფარული. გვარში 2 სახეობაა: ჩრდილოეთის ზღვის სპილო გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, წყნარი ოკეანის სანაპიროზე; სამხრეთის ზღვის სპილო — პელაგურ სუბანტარქტიკაში. ზღვის სპილოები ჯოგურად ცხოვრობენ. გამრავლება და განგური ხდება ხმელეთზე. იკვებება თევზით, იშვიათად თავფეხიანებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]