ზეთით ფერწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ექიმი გაშეს პორტრეტი", ვინსენტ ვან გოგი.

ზეთით ფერწერაფერწერის სახეობა, ზეთის საღებავებით ხატვა. ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად დაგრუნტულ ტილოზე, აგრეთვე მუყაოზე, ხეზე, ლითონზე, საგანგებოდ მომზადებულ შელესილ კედელზე (მონუმენტური ფერწერა ანუ ფრესკა). სხვა საღებავებთან შედარებით ზეთის საღებავები ქმნიან მოცულობისა და პერსპექტივის კარგ ილუზიას, ტონის სიღრმეს, ფერების სიმდიდრეს. მონასმები შეიძლება იყოს გაუმჭვირვალი, გამჭვირვალე, რელიეფური და გლუვი. XIX საუკუნამდე ზეთით ფერწერა ლაქშერეული საღებავის რამდენიმე ფენად დადებისა და შემდეგ სურათის ზედაპირის გალაქების ტექნიკას ემყარებოდა. XIX საუკუნიდან ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად ალა პრიმას ტექნიკით (სურათის ან მისი ფრაგმენტის დახატვა ერთ სეანსზე). XV საუკუნის I მესამედში ზეთით ფერწერა ფართოდ იყო გავრცელებული დაზგულ ფერწერაში. იან ვან ეიკმა დახვეწა ზეთით ფერწერის ტექნიკა, რამაც ხელი შეუწყო მის შემდგომ განვითარებას. XVI საუკუნიდან ეს ტექნიკა წამყვანია ფერწერაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]