ვოლფგანგ პაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შვეიცარიელ ფიზიკოსს (Wolfgang Pauli) ეხება. გერმანელი ფიზიკოსის (Wolfgang Paul) შესახებ იხილეთ ვოლფგანგ პაული (ფიზიკოსი).
ვოლფგანგ პაული
გერმ. Wolfgang Ernst Pauli
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1900(1900-04-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[11]
გარდ. თარიღი 15 დეკემბერი, 1958(1958-12-15)[11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (58 წლის)
გარდ. ადგილი ციურიხი, შვეიცარია[11]
დასაფლავებულია Zollikon cemetery[12]
მოქალაქეობა აშშ
 შვეიცარია
 ავსტრია
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი
მუშაობის ადგილი ჰამბურგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი[2] , ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[2] , ნილს ბორის ინსტიტუტი[2] , პერდიუს უნივერსიტეტი[2] , მიჩიგანის უნივერსიტეტი[2] , პრინსტონის უნივერსიტეტი[2] და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[2]
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[2] და Bundesgymnasium Döbling[2]
განთქმული მოსწავლეები Markus Fierz, Sigurd Zienau და Hans Frauenfelder
მეუღლე Käthe Margarethe Deppner და Franziska Bertram
მამა Wolfgang Joseph Pauli[13]
დედა Berta Kamilla Pauli
ნათესავ(ებ)ი Friedrich Schütz
ჯილდოები ლორენცის მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[14] [15], მაქს პლანკის მედალი, მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[16] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17]

ვოლფგანგ ერნსტ პაული (გერმ. Wolfgang Ernst Pauli; დ. 25 აპრილი, 1900, ვენა ― გ. 15 დეკემბერი, 1958, ციურიხი) — შვეიცარიელი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლფგანგ პაული დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს ერნსტ მახის პატივსაცემად. 1918 წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია მიუნხენი, სადაც იმჟამად მუშაობდა. მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი არნოლდ ზომერფელდი. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო ფარდობითობის ზოგად თეორიასთან. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში ალბერტ აინშტაინი იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.

1921 წელს პაული გადადის გეტინგენში, სადაც იგი იწყებს მუშაობას მაქს ბორნის ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „პაულის პრინციპითაა“ ცნობილი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაული მუშაობდა კოპენჰაგენის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ნილს ბორთან ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1923 წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1928 წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. 1930 წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ნეიტრონის ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — პროტონის და ელექტრონის ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ „ნაკლული ენერგიის“ მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები „გადაარჩინა“ ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. 1941 წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ–ში, სადაც მუშაობს პრინსტონის უნივერსიტეტში. 1945 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია. 1946 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 1958 წელს პაულის აჯილდოებენ მაქს პლანკის სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.

სამეცნიერო მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1924: კვანტურ მექანიკაში პაულის შემოაქვს ახალი თავისუფლების ხარისხის ცნება. ამ თავისუფლების ხარისხის არსებობა 1925 წელს დამტკიცდა ულენბეკის და გაუდსმიტის კვლევების შედეგად და მას ელექტრონის სპინი ეწოდა. ამავე წელს პაული აყალიბებს თავის აკრძალვის პრინციპს (პაულის პრინციპი), რომელიც უმნიშვნელოვანესია კვანტურ მექანიკაში.
  • 1926: ვერნერ ჰაიზენბერგის მიერ, კვანტური მექანიკის მატრიცული წარმოდგენის გამოქვეყენების შემდეგ, პაული იყენებს ამ თეორიას წყალბადის ხილული სპექტრის აღსაწერად.
  • 1927: ელექტრონის სპინის აღსაწერად პაულის შემოაქვს სპინორის ცნება
  • 1930: პაული გამოთქვავს აზრს ნეიტრინოს არსებობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტალურად ენრიკო ფერმის ცდების შედაგად დამტკიცდა მხოლოდ 1954 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118592122 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 Рожанский И. Д. Паули Вольфганг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Find a Grave — 1996.
  13. http://www.treccani.it/enciclopedia/wolfgang-joseph-pauli/
  14. The Nobel Prize in Physics 1945Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/wolfgang-pauli-prof-dr
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 274.