ვლადიმერ ბარსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ბარსკი
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1866
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 1936
საქმიანობა რეჟისორი

ვლადიმერ ბარსკი (დ. 1 მარტი, 1866 — გ. 24 იანვარი, 1936) — რუსი რეჟისორი. დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო ტექნიკური სასწავლებელი, თუმცა უფრო მეტად თეატრალური ხელოვნება აინტერესებდა. 1892-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, მსახიობად და რეჟისორად. ითამაშა კაპიტნის როლი სერგეი ეიზენშტეინის „ჯავშნოსან პოტიომკინში“. 1918 წელს პავლე პიროვენს კომპანია „ფილმამ“, რომელიც საქართველოში კინოების გადაღებას გეგმავდა, ბაქოდან ბარსკი თბილისში ჩაიყვანა. „ფილმასთვის“ ბარსკიმ სამი ფილმი გადაიღო: „თავმოკვეთილი გვამი“, „მითხარ, რისთვის?“ და „ცეცხლთაყვანისმცემლები“. 1921-28 წლებში მუშაობდა საქართველოში, სახკინმრეწვში კინორეჟისორად რევოლუციურ-სათავგადასავლო თემატიკის ფილმებზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]