ვისლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვისლა
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ქალაქები კრაკოვი, ვარშავა, პლოცკი, ტორუნი
სათავე კარპატები
სიგრძე 1,068 კმ
აუზის ფართობი 198,500 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვისლა ვიკისაწყობში

ვისლა (პოლ. Wisła, ლათ. Vistula) — მდინარე პოლონეთში. ბალტიის ზღვის აუზის ყველაზე გრძელი და წყლიანობით მეორე (ნევის შემდეგ) მდინარე. სიგრძე 1068 კმ, აუზის ფართობი 198,500 კმ². სათავეს იღებს დასავლეთ კარპატებში, 1065 მ სიმაღლეზე. ჩაედინება გდანსკის ყურეში. ზემოთში (60 კმ) მთის მდინარეა, კრაკოვის ქვემოთ უხვწყლიანია; კალაპოტის სიგანე დუნაეცის შესართავს ქვემოთ 200 მ, სანის ქვემოთ–600-1000 მ. შუა და ქვემო დინებაში ვაკის მდინარეა და უმეტესად განიერ, დატერასებულ ხეობაში მიედინება. კალაპოტი დაკლაკნილი აქვს. ზღვიდან 50 კმ-ზე ვისლა იტოტება და აჩენს ვრცელ დელტას. შესართავთან მდებარეობს საზღვაო ნავსადგური გდანსკი. მთავარი შენაკადებია: დუნაეცი, ვისლოკა, სანი, ვიეფში, ბუგი (მარჯვენა); პილიცა, ბრდა (მარცხენა). გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს იცის წყალდიდობა, ზაფხულში და ზამთარში – წყალმოვარდნები, რაც ხშირად გამოწვეულია ყინულხერგილებით. საშუალო წლიური ხარჯი კრაკოვთან – 84 მ³/წმ, ვარშავასთან – 590 მ³/წმ, ტჩევთან (შესართავის მახლობლად) – 1030 მ³/წმ. ყინულსაფარი, განსაკუთრებით ზემო დინებაში, არამდგრადია. სანაოსნოა მდინარე ფშემშის შესართავამდე (940 კმ) წელიწადში 200-250 დღეს 200-500 ტ წყალწვის გემებისათვის. ჩამონადენის რეგულირებისათვის ვისლასა და მის შენაკადებზე შექმნილია წყალსაცავები. დნეპრ-ბუგის არხით ვისლა შეერთებულია მდინარე დნეპრთან, ბიდგოშჩის არხით - მდინარე ოდრასთან. ვისლის ნაპირზეა ქალაქები: კრაკოვი, ვარშავა, პლოცკი, ტორუნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]