ვიკიპედია:სტატიების შემოწმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხმობა:
ვპ:სშ

სტატიების შემოწმება არის ვიკიპედიის სტატიების ხარისხის შემოწმების სისტემა, რომლის ძირითადი მიზანი არის სტატიებიდან აშკარად მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ამოღება, და გაფორმების მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება. ზოგადად, სტატიის ძირითად ვერსიად რჩება უახლესი ვერსია, თუმცა არსებობს ბმულები შემოწმებულ ვერსიებზე და მომხმარებელი თვითონ ირჩევს, თუ რა არის მისთვის უფრო მისაღები — სტატიის ბოლო ვერსიის გაცნობა, თუ გარკვეული გარანტიის ქონა სტატიის სისწორეზე.

შემოწმება ხდება რამდენიმე ეტაპად, რომლებსაც გარდა მსგავსებებისა, გააჩნია პრინციპული განსხვავებებიც:

  1. „შემოწმებული ვერსიები“ — სტატიის ასეთ ვერსიებს აქვთ მოთხოვნა აშკარა ვანდალიზმისა და შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი შეცდომების არ ქონისადმი.
  2. „გადამოწმებული ვერსიები“ — სტატიის ასეთ ვერსიებს აქვთ მოთხოვნა წყაროების მითითებისადმი და აშკარა შეცდომების არქონისადმი.

პირველ ორ ეტაპში შემავალ მომხმარებელთა წრე უნდა იყოს მაქსიმალურად ღია.

არსებობს MediaWiki გაფართოება (პროგრამა, რომელზეც დაფუძნებულია „ვიკიპედია“), რომელსაც ქვია Flagged Revisions. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება სტატიების კონტროლი.

უფრო დამატებით იხილეთ ვიკიპედია:შემოწმება და ვიკიპედია:გადამოწმება

იხილეთ აგრეთვე