ვიკიპედია:მასწავლებელი (გარე ბმულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარი   რედაქტირება   ფორმატირება   ვიკი-ბმულები   გარე ბმულები   განხილვა   გახსოვდეთ   რეგისტრაცია   დასასრული    

თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ ბმულები ვიკიპედიის გარე ვებგვერდებზე. ისინი იქმნება შიდა ბმულების მსგავსად. როგორც წესი, ყველა ასეთი გარე ბმული მითითებული უნდა იყოს ქვესათაურის „რესურსები ინტერნეტში“ ქვეშ, სტატიის ბოლოს. თავი მოარიდეთ გარე ბმულის შექმნას, როცა შესაძლებელია იგივე გაკეთდეს ვიკიპედიის სტატიაზე შიდა ბმულით.

ზოგადად, მიზანშეწონილია მოკლე აღწერის მიწერა გარე ვებგვერდის მისამართის შემდეგ. ეს აღწერა გამოჩნდება როგორც გარე ვებგვერდის სათაური, თვით საიტის სახელის ნაცვლად, მაგ.. გუგლის საძიებელი გვერდი. ამგვარი ბმულის შესაქმნელად აკრიფეთ ბმულის მისამართი და მისი აღწერა გამოყავით შორისით, და ყველაფერი ეს ჩასვით ერთმაგ მართკუთხა ფრჩხილებში, ამგვარად:

[http://www.google.com გუგლის საძიებელი გვერდი]


ქვესათაურის „რესურსები ინტერნეტში“ ქვეშ ჩასმისას, ბმულები ჩამონათვალის სახით უნდა დაიწეროს:

==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.google.com გუგლის საძიებელი გვერდი]

მიბმის სხვა ხერხები

არსებობს გარე ბმულის შექმნის ორი სხვა გზა.

ბმულის ჩასმა ერთმაგ მართკუთა ფრჩხილში აღწერის გარეშე, ამგვარად:

[http://www.google.com]

გამოაჩენს ბმულს როგორც რიცხვს ფრჩხილებში, ამგვარად: [1]. ასეთი ფორმატი ძირითადად გამოიყენება წყაროების მითითებისას სტატიის შიგნით. ის სქოლიოს მინიშნებას ჰგავს და სასურველია მხოლოდ ამ დანიშნულებით გამოვიყენოთ (მაგ. პირდაპირი ციტატის ან პარაფრაზის შემდეგ, რომელიც წყაროს საჭიროებს). თავი მოარიდეთ ამგვარ ფორმას: „[2] ვებგვერდის თანახმად, მეორე ათასწლეულის ბოლო სავსე მთვარე დაფიქსირდა 11 დეკემბერს, 1999.“ უმჯობესია ასე: „მეორე ათასწლეულის ბოლო სავსე მთვარე დაფიქსირდა 11 დეკემბერს, 1999. [3]

და ბოლოს, თქვენ ასევე შეგიძლიათ უბრალოდ აკრიფოთ სრული მისამართი (URL) იმ ვებგვერდის, რომლის ბმულის მითითებაც გსურთ:

http://www.google.com

ვიკი ავტომატურად აღიქვამს ამგვარ ტექსტს როგორც ბმულს (როგორც მოხდა ზემოთ) და უჩვენებს სრულ ვებმისამართს „http://“ ნაწილის ჩათვლით. სასურველია, რომ ეს ფორმა ხშირად არ გამოიყენოთ, ვინაიდან ვებმისამართები ამ ფორმით შეუხედავია და ხშირად არ გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ ფაქტიურად სად მივყავათ მათ.

შეამოწმეთ რა ისწავლეთ სავარჯიშო გვერდზე

განაგრძეთ მეცადინეობა განხილვის გვერდებზე