ვიკიმონაცემები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიმონაცემები
Wikidata
პროექტ „ვიკიმონაცემების“ ლოგო
საიტი www.wikidata.org
საიტის ტიპი ვიკი
რეგისტრაცია არ არის აუცილებელი
ხელმისაწვდომი ენა მრავალენოვანი
მფლობელი ფონდი ვიკიმედია
შემქნელი ვიკიმედია საზოგადოება

ვიკიმონაცემები“ (ინგლ. Wikidata) — ერთობლივად რედაქტირებადი მონაცემთა ბაზა, შექმნილია ფონდ ვიკიმედიის მიერ. ის გამოიყენება ცენტრალიზებული შენახვის უზრუნველსაყოფად ისეთი მონაცემებისა, რომლებიც შეიძლება ვიკიპედიის სტატიებში იქნას გამოყენებული — მაგალითად, ინტერვიკი-ბმულები ან სტატისტიკური ინფორმაცია: დაბადების თარიღები, მოსახლეობის რაოდენობა და ა.შ.[1]

პროექტი ოფიციალურად გაეშვა 2012 წლის 30 ოქტომბერს, პროექტის შემუშავება მიმდინარეობს Wikimedia Deutschland-ის ხელმძღვანელობით. „ვიკიმონაცემები“ გახდა ფონდ ვიკიმედიის პირველი ახალი პროექტი 2006 წლის შემდეგ.[2] პროექტის შექმნა განხორციელდა Allen Institute for Artificial Intelligence-ის, Gordon and Betty Moore Foundation-ისა და Google-ის შემოწირულობების ხარჯზე, რომლებმაც შეადგინა 1,3 მილიონი ევრო.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Data Revolution for Wikipedia. Wikimedia Deutschland (March 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012.
  2. Roth, Matthew (March 30, 2012). „The Wikipedia data revolution“. Wikimedia Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012.
  3. Dickinson, Boonsri (March 30, 2012). „Paul Allen Invests In A Massive Project To Make Wikipedia Better“. Business Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012.
  4. Perez, Sarah (March 30, 2012). „Wikipedia’s Next Big Thing: Wikidata, A Machine-Readable, User-Editable Database Funded By Google, Paul Allen And Others“. TechCrunch. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]