ვიეტნამის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიეტნამის კულტურა — ვიეტნამის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ვიეტნამურ ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ცეკვას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. ითვლება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონის კულტურად - ეს ტერმინი აერთიანებს იაპონიას, კორეას, ჩინეთს, ტაივანს და ვიეტნამს.

ვიეტნამის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია ჩინეთის მმართველონამ, რომელიც ათასი წელი გრძელდებოდა. X საუკუნეში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო ვიეტნამის მიერ ახალი ტერიტორიების დაპყრობა, რომლის შედეგადაც არსებობს ვიეტნამის კულტურის რეგიონალური ვარიაციები - ქვეყანაში ზოგადად სამ რეგიონს გამოყოფენ. საფრანგეთის მიერ კოლონიზაციის პერიოდში კულტურას ევროპის გავლენა დაეტყო, მათ შორის ლათინური ანბანის შემოღებაში - აქამდე გამოიყენებოდა ჩინური ანბანი ან ჩინურზე დაფუძვნებული ვიეტნამური დამწერლობა. შემდგომში კულტურა შეცვალა სოციალისტური რეჟიმის დროის კონტროლირებულმა მედიამ და ვიეტნამის ომმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამში შემორჩა ხალხური (ზეპირსიტყვიერი).და ჩაწერილი ლიტერატურა. ხალხური ლიტერატურა გამოირჩევა მარტივი ფორმულებით, სიყვარულით ჰუმანიზმის, სიკეთის და სილამაზის მიმართ. ფოლკლორის ჩაწერა უმეტესად ბოლო საუკუნეში მოხდა.

ახალი დამწერლობის შემოღებამდე კლასიკური ნაწარმოებები ჩინური ანბანით იწერებოდა, პოეზიის უმეტესობა კი - ჩინურად. ჩინურად დაწერილი კლასიკური პოეზია (XIII საუკუნემდე) ასახავს კონფუციანიზმის და ბუდიზმის ფილოსოფიურ მოტივებს. უფრო თანამედროვე ლიტერატურს - ნოველები, სტატიები და ა.შ. გაჩნდა XX საუკუნეში, მათ შორის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. დღევანდელი ვიეტნამის ლიტერატურაში პოპულარული მოტივებია ომი და პატრიოტიზმი, ყოველდღიურობის აღწერა, რომანტიზმი და რეალიზმი.

რელიგია და სოციალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ვიეტნამში წარმოადგენს ბუფიზმის, კონფუციანიზმის და დაოსიზმის შერწყმას, რომელიც ვიეტნამში ცნობილია "სამმაგი რელიგიის" სახელით. ასევე, დასავლეთის გავლენის შედეგად, გავრცელებულია ქრისტიანობა (კათოლიციზმი). წინაპრების თაყვანისცემა გავრცელებული პრაქტიკაა ნებისმიერი რელიგიის მიმდევრების შორის. მოსახლეობის უმეტესობას სახლში აქვს წინაპართა სამლოცველოდ განკუთვნილი ადგილი.

ვიეტნამის კულტურაში დიდი ადგილი უკავია ოჯახს და უფროსების პატივისცემას, ხშირად გვხვდება ერთ სახლში მცხოვრები ოთხამდე თაობა. წარსულში ქორწინების ასაკი ორივე სქესისთვის ძალიან დაბალი იყო, ქორწინება კი ხდებოდა ოჯახის უფროსი წევრების მიერ შედგენილი კონტრაქტებით, უმეტესად ნეფე-პატარძლის თანხმობის გარეშე. დღეს ეს ტრადიცია თითქმის გამქრალია და ახალგაზრდები მსგავს გადაწყვეტილებებს თვითონ იღებენ. ქორწილის წინ ნეფეს და მის ოჯახს პატარძლის სახლში საჩუქრები მიჰქონდათ, ამ დღეს ოჯახები ირჩევდნენ ქორწილის თარიღს. ქორწილის დღეს ნეფეს ოჯახს პატარძალი თავის სახლში მიჰყავთ და ისინი ლოცვის დროს წინაპრების სულებს ქორწინების დალოცვას სთხოვენ. ვიეტნამის ვესტერნიზაციის მიუხედავად, საქორწილო ტრადიციები დღესაც იგივეა ან დასავლურ ტრადიციებთან შერწყმული.

დაკრძალვის ცერემონიამდე გარდაცვლილის სხეულს ბანენ, აცმევენ და პირში უდებენ ცოტაოდენ ბრინჯს და ფულს. დაკრძალვის შემდეგ აღინიშნება 49 დღე (სამლოცველოსთან ბრინჯის მიტანის შეწყვეტა), 100 დღე ("ცრემლების დაშრობა"), წლისთავი და მეორე წლისთავი (დატირების დასრულება). დღეს ეს ტრადიცია უმეტესად გამარტივებულად შემორჩა - ოჟახი გასვენებას ესწრება. აღნიშნავს წლისთავს და ოვდაათ დღეს.

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის სამზარეულო ქვეყნის სამი მთავარი რეგიონის მიხედვით მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ზეთის პატარა რაოდენობა, დიდი რაოდენობით ბრინჯი და ბოსტნეული, სოიოს და თევზის სოუზები, ლაფშის წვნიანები, გემო ტკბილი, მწარე ან ცზარეა. აღინიშნება მეზობელი ქვეყნების გავლენა და ზოგადად რეგიონის სხვა ქვეყნების სამზარეულოებთან მსგავსება გემოში, ინგრედიენტებში და მომზადების ტექნიკებში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20120915171445/http://worldmap.org/maps/other/profiles/vietnam/VM.pdf
  2. https://web.archive.org/web/20110809085324/http://www.vietnamembassy-usa.org/learn_about_vietnam/culture/evolution/
  3. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7475039
  4. https://osf.io/preprints/socarxiv/7p9zf/download
  5. https://www.insightguides.com/destinations/asia-pacific/vietnam/cultural-features/religious-fusion