ვენის სახელმწიფო ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტაატსოპერის შენობა ამჟამად.
ოპერნჰაუსი 1900 წელს.

ვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper).

ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.

კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერი, ფელიქს ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, კლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კარლ ბომი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ლორინ მააცელი, კლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი.

ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიან.

ოპერის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ოპერის ძირითადი ნეო-რომანული შენობა გახსნის პერიოდში, 1869 წლის 25 მაისს, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. შენობის ინაუგურაცია მოცარტის "დონ ჯოვანით" მოხდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სცენა მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად განადგურდა, ხოლო თავად შენობა კი 1945 წლის 12 მარტს ქალაქში შემოსულმა აჟიტირებულმა ჯარისკაცებმა გადაწვეს. თუმცა ვანდალიზმს ოპერის ფოიე, მორიც ფონ შვინდის ფრესკებით, მთავარი საფეხურები, ვესტიბიული და ჩაის ოთახი გადაურჩა. თითქმის მთელი ინტერიერი და სცენური დეკორაციები, 150.000-მე კოსტიუმი 120 ოპერისთვის სრულიად განადგურდა. ომის შემდეგ სახ. ოპერამ დროებით თავი ვენის თეატრსა და ფოლკსოპერას შეაფარა.

აღდგენილი შენობა, 2200 ადგილით, 1955 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა ბეთჰოვენის ”ფიდელიოს” შესრულებით კარლ ბომის დირიჟორობით. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ოპერის სახლში ასევე ტარდებოდა ვენის ოპერის ბალი. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]