ვენეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ვენეტო
Veneto
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ვენეცია
შიდა დაყოფა ბელუნოს პროვინცია, პადუის პროვინცია, როვიგოს პროვინცია, ტრევიზოს პროვინცია, ვენეციის პროვინცია, ვერონის პროვინცია, ვიჩენცის პროვინცია და Metropolitan City of Venice
კოორდინატები 45°44′00″ ჩ. გ. 11°51′00″ ა. გ. / 45.73333° ჩ. გ. 11.85000° ა. გ. / 45.73333; 11.85000
მმართველი Luca Zaia
დაარსდა 1970
ფართობი 18 399 კმ²
მოსახლეობა 4 936 197 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 268,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა იტალიელები 92%
რუმინელები 2%
მაროკოელები 1%
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.veneto.it/channels

ვენეტო (იტალ. Veneto, ლათ. Venetia) — რეგიონი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკავია მდინარე პოს დელტა, აგრეთვე ალპებისა და დოლომიტის მთები, ტბა გარდა. მისი მოსახლეობა 5 მლნ ადამიანია და ამ მხრივ იტალიის რეგიონებს შორის მე-5 ადგილზეა.

ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ვენეტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო — ვენეციის რესპუბლიკა, რომელიც 1866 წელს, ავსტრიელი და ფრანგი მმართველობების დამარცხების შემდეგ საბოლოოდ შეიერთა იტალიამ. მისი დედაქალაქი იყო და არის ვენეცია, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მართავდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმდიდრეს საზღვაო რესპუბლიკასა და სავაჭრო იმპერიას. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გამო, მნიშვნელოვანი რაოდენობის ვენეტოელი საკუთარ თავებს უნიკალური იდენტობის ადამიანებად მიიჩნევენ და უარს ამბობენ მათს მიკუთვნებაზე იტალიურ ერთან, რეგიონული მთავრობა კი იმდენად შორს წავიდა, რომ მისი მაცხოვრებლები ოფიციალურრად განსაზღვრა როგორც უბრალოდ „ხალხი“.[1]

ერთ დროს ვენეციის რესპუბლიკის გული, ვენეტო დღეს იტალიის უმდიდრესი, ყველაზე განვითარებული და ინდუსტრიალიზებული რეგიონია. ფლობს ქვეყნის უმდიდრეს ისტორიულ, ბუნებრივ, ხელოვნების, კულტურულ, მუსიკალურ და კულინარიულ მემკვიდრეობას. ამავე დროს ის იტალიის ყველაზე მონახულებადი რეგიონია 60 მლნ ტურისტით ყოველწლიურად (2007).[2] გარდა იტალიურისა, მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ვენეტურ ენაზეც. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ვენეტო მასიურ მიგრაციებს განიცდიდა და დღესაც, იტალიის მასშტაბით იგი ლიდრეობს იმიგრანტთა მიღებაში, 2008 წელს მან 454 453 უცხოელი იმიგრანტი მიიღო, რომელთა უმრავლესობაც რუმინელი და მაროკოელია.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენეტოს რეგიონი ადმინისტრაციულად შვიდ პროვინციად იყოფა:

ვენეტოს პროვინციები
პროვინცია აბრევიატ. ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
ბელუნო BL 3 678 213 059 57,9
პადუა PD 2 141 905 112 422,8
როვიგო RO 1 789 245 598 137,3
ტრევიზო TV 2 477 865 194 349,3
ვენეცია VE 2 463 841 609 341,7
ვერონა VR 3 121 889 862 285,1
ვიჩენცა VI 2 722 848 642 311,8

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Consiglio Regionale Veneto - Leggi Regionali. Consiglioveneto.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2010-04-24.
  2. Statistical Report 2007 - Chapter 1.2 - Production sectors. Statistica.regione.veneto.it. ციტირების თარიღი: 2009-05-06.
  3. Statistiche demografiche ISTAT. Demo.istat.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-11. ციტირების თარიღი: 2010-04-24.