ვენესუელის ფედერალური ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენესუელის ფედერალური ოლქი
Distrito Capital
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი კარაკასი
შიდა დაყოფა Libertador Municipality
კოორდინატები 10°28′23″ ჩ. გ. 66°59′44″ დ. გ. / 10.47306° ჩ. გ. 66.99556° დ. გ. / 10.47306; -66.99556
მმართველი Carmen Meléndez
დაარსდა 1999
ფართობი 1 930 კმ²
მოსახლეობა 6 000 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 4 871,05 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი gdc.gob.ve

ვენესუელის ფედერალური ოლქი (ესპ. Distrito Capital) — ტერიტორიული ერთეული ვენესუელაში, რომელიც მხოლოდ დედაქალაქ კარაკასს მოიცავს. მისი ფართობი 1 930 კმ²-ია და ადმინისტრაციულად მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისლიბერტადორისგან შედგება, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ კარაკასის დაახლოებით ნახევარს მოიცავს. ოლქში განთავსებულია ფედერალური და სახალხო მთავრობა.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 6 000 000 ადამიანს შეადგენს. ოლქს ესაზღვრება ვარგასისა და მირანდას შტატები.

წარსულში, მას თავისი ადგილობრივი მთავრობა, მათ შორის გუბბერნატორიც ჰყავდა, მაგრამ 1999 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ის გაუქმდა და შეიქმნა კარაკასის მეტროპოლიური რაიონი. მისი იურისდიქცია ამ ტერიტორიის გარდა დამატებით გავრცელდა მირანდას შტატის ოთხ მუნიციპალიტეტზე (ბარუტა, ჩაკაო, ატილიო და სკურე), რომლებიც კარაკასის შემადგენლობაში შედიან.

2009 წლის 13 აპრილს, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ოლქის მმართველის პოსტი, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]