ვახტანგ კოპალეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ კოპალეიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ კარლოს ძე კოპალეიშვილი[1]
დაბადების
თარიღი
26 დეკემბერი, 1954
დაბადების
ადგილი
სამტრედია,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
13 თებერვალი, 2015
(60 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1980 დინამო 73 (1)
1980–1982 გურია 101 (26)
1983 დინამო 11 (1)
1984–1987 გურია 125 (37)
სამწვრთნელო კარიერა
1996−1999 საქართველო 18 წლ.
1997−1998 საქართველო 17 წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ვახტანგ კოპალეიშვილი

ვახტანგ კოპალეიშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1954, სამტრედია, საქართველოს სსრ — გ. 13 თებერვალი, 2015, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978),[2] ვიცე-ჩემპიონი (1977)[3] და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაშს იწყებს 1966 წელს თბილისის სპორტინტერნატის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელების — ვ. პანდელოვის და ვ. ელოშვილის ხელმძღვანელობით. 1973 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. იმავე წელს გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის ორ შეხვედრას თამაშობს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1975 წლის 1 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-9 ტურის კალენდარულ მატჩში, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „კარპატის“ საშინაო არენა — სტადიონი „დრუჟბა“[კომ. 1] მასპინძლობს და მას 10 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი, გავაშელი, ქორიძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე და ყიფიანი. კოპალეიშვილი მატჩის მეორე ტაიმის 72-ე წუთზე, ვახტანგ ქორიძის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება.[5][კომ. 2] თბილისელთა ახალბედა ნახევარმცველი ქვეყნის მიმდინარე პირველობის კიდევ 6 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში შვიდჯერ იცავს „დინამოელთა“ ღირსებას. ამას გარდა, ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაშიც იღებს მონაწილეობას, ხოლო დუბლიორთა საკავშირო ტურნირის ფარგლებშიც, ასევე, შვიდჯერ გამოდის საფეხბურთო მოედანზე.

ვახტანგ კოპალეიშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 84 მატჩი (2 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 16 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 4 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 2 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.

ვახტანგ კოპალეიშვილი 60 წლის ასაკში, 2015 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა.[6][7][კომ. 3]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978
  • ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
FootballDatabase.eu · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бывшее название «Дружба» (1963–1990) — Стадион «Дружба» был построен в 1960-х годах (архитекторы Я. Назаркевич, Я. Порохнавец, Л. Скорик, В. Блисюк) с первоначальной вместимостью 45 тысяч зрителей.
  2. 1 июня 1975. Львов. Стадион "Дружба". Дождь. 11 градусов. 10000 зрителей. Чемпионат СССР 1975. "Динамо" Тб: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Гавашели, Коридзе (Копалейшвили, 72), Г.Мачаидзе, Дараселия (Рехвиашвили, 68), М.Мачаидзе, Кипиани.
  3. ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა... ხანმოკლეა ცხოვრება, ამ უსაყვარლესმა და ხალისიანმა, იუმორით სავსე კაცმა სულ 60 წელი იცხოვრა. „კოპალას ბიჭები“ – ასეც ეძახდნენ იმ ნაკრებს, სადაც თამაშობდნენ ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები. 16 თებერვალი, 2015.
  4. „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. მეორედ — ოლიმპზე : ცნობარი / გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; 1979, გვ. 38.
  3. ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; 1978, გვ. 22.
  4. ფეხბურთი — 87 : ცნობარი / გ. აკოფოვი, ჯ. ენუქიძე; 1987, გვ. 48–49.
  5. "Карпаты" (Львов) 3–2 "Динамо" (Тбилиси).
  6. სამძიმარი: ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა დაარქივებული 2017-12-26 საიტზე Wayback Machine. .
  7. ვახტანგ კოპალეიშვილი — თაობების გამზრდელი კაცი.
  8. Протоколы кубка СССР 1976 года Динамо (Тбилиси) // fc-dynamo.ru
  9. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980 // rsssf.com
  10. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей", 17.08.1980
  11. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  12. Сборная Грузии — Сборная Литвы 5:0 (3:0) // dinamo-tbilisi.ru