ვარსკვლავური ფლოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური ფლოტი
ინგლ. Starfleet
შეიქმნა 2161
ტიპი fictional military organization, fictional educational institution და fictional spacecraft manufacturer
მიზანი კოსმოსის კვლევა და სოცოცხლის ახალი ფორმების ძიება. ასევე გააჩნია სამხედრო და დიპლომატიური ფუნქციები.
მდებარეობა სან-ფრანცისკო
მშობელი ორგანიზაცია პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია
ქვეყანა პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია

ვარსკვლავური ფლოტი (ინგლ. Starfleet) — გამოგონილი სახელმწიფო ორგანიზაცია ვარსკვლავური გზის ფანტასტიკურ სამყაროში. იგი ახორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ და სამეცნიერო-კვლევით მისიებს.

ვარსკვლავური ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ვარსკვლავური ფლოტის დროშა

2161 წლამდე არსებობდა ორგანიზაცია დედამიწის ვარსკვლავური ფლოტი, იგი დაარსდა დაახლოებით 2120-2130 წლებში. ზეფრამ კოკრეინის პირველი გაფრენის შემდეგ დედამიწამ დაიწყო ახლომდებარე სისტემების კოლონიზაცია და სხვა რასებთან კონტაქტის დამყარება. ამ საკითხებით დაკავებული იყო ვარსკვლავური ფლოტი. იგი ასევე მუშაობდა ვარპ-ტექნოლოგიის შემდგომ გაუმჯობესებაზე. პირველი ხომალდი რომელმაც განავითარა სიჩქარე ვარპ-5 იყო USS ენტერპრაიზ NX-01, ცოტა მოგვიანებით აიგო კოლუმბია.

2161 წელს ფედერაციის შექმნასთან ერთად დაარსდა ერთიანი ვარსკვლავური ფლოტი, რომელიც აერთიანებდა სამხედრო და სამეცნიერო განყოფილებებს. მასში მსახურობდნენ სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიც (მათ შორის ფედერაციის არაწევრებიც).

ვარპ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა მრავალი კოსმოსური სადგური, კოლონია და ახალი პლანეტები, ფედერაციას შეემატა ახალი წევრები.

ვარსკვლავური ფლოტის მთავარი დირექტივა კრძალავს უცხო ცივილიზაციების შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას. ეს დირექტივა გადმოღებულია ვულკანური ანალოგიდან, რომლის თანახმადაც ვარპ-ტექნოლოგიის ქონა ითვლება რასის სხვა რასებთან კონტაქტისათვის მზადყოფნის კრიტერიუმად. კონტაქტის დამყარება ცივილიზაციებთან რომლებიც არ ფლობენ ამ ტექნოლოგიას კატეგორიულად აკრძალულია. მთავარი დირექტივის ირგვლივ ვითარდება არაერთი ეპიზოდის სიუჟეტი.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავური ფლოტის მთავარი მისიაა კოსმოსის კვლევა სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენისა და ახალ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების მიზნით. თუმცა იგი ასევე ასრულებს სამხედრო და დიპლომატიურ ფუნქციებს.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავურ ფლოტს გააჩნია რამდენიმე სტრუქტურული ერთეული[1]:

  • ვარსკვლავური ფლოტის აკადემია
  • ტექნიკური კორპუსი
  • სამეთაურო შტაბი
  • ანალიტიკური ქვეგანყოფილება
  • სამედიცინო კორპუსი
  • ტაქტიკური ქვეგანყოფილება
  • გენერალური სასამართლო
  • გენერალური ინსპექცია

ვარსკვლავური ფლოტის აკადემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავური ფლოტის აკადემიის ოფიციალური ლოგო. რომაული ციფრები აღნიშნავს დაარსების წელს (2161)
ვარსკვლავური ფლოტის აკადემია

ვარსკვლავური ფლოტის აკადემია ამზადებს მომავალ ოფიცრებს ვარსკვლავური ფლოტისთვის. იგი დაარსდა 2161 წელს, ფედერეციის შექმნასთან ერთად. მისი მთავარი კორპუსი განლაგებულია სან-ფრანცისკოში, ასევე არსებობს ფილიალები სხვა ქალაქებში. აკადემიაში კურსანტები გადიან ოთხწლიან სასწავლო კურსს, რის შედეგადაც ღებულობან ენსინის წოდებას.

პირებს რომელთაც არა აქვთ ფედერაციის მოქალაქეობა მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის სჭირდებათ ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრის რეკომენდაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Okuda, Michael & Denise (1994,1997,1999). The Star Trek Encyclopedia. New York: Pocket Books. ISBN 0-671-03475-8.