ვარაზ-ბაკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარაზ-ბაკური
იბერიის მეფე
წინამორბედი: მითრიდატე V
მემკვიდრე: თრდატი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: მითრიდატე V

ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარიიბერიის მეფე IV საუკუნის II ნახევარში. აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 წელს რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 წელს ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართული წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშია ლ.-ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 166.
  • გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, ჟურნ. „მნათობი“, № 3, თბ., 1990
  • ჯანაშია ლ., აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V სს. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ. 1973

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მითრიდატე V
იბერიის მეფე
379–393
შემდეგი:
თრდატი