ეფრაიმ კაცირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფრაიმ კაცირი
ეფრაიმ კაცირი
ისრაელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი 1973 – 19 აპრილი 1978
წინამორბედიზალმან შაზარი
მემკვიდრეიცხაკ ნავონი

დაბადებული16 მაისი, 1916
კიევი რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი30 მაისი, 2009 (93 წლის)
რეჰოვოყი ისრაელი
რელიგიაიუდაიზმი

ეფრაიმ კაცირი (ებრ. אפרים קציר; დ. 16 მაისი, 1916 — გ. 30 მაისი, 2009) — ებრაელი პოლიტიკოსი, ისრაელის მეხუთე პრეზიდენტი. პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამეცნიერო ასპარეზზე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველი სახელით ეფრაიმ კაჩალსკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფრაიმ კაჩალსკი დაიბადა 1916 წელს კიევში. 1925 წელს მთელი ოჯახი გადასახლდა პალესტინაში. 1932 წლიდან ეფრაიმ კაცირი იერუსალიმის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც 1941 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. კაჩალსკიმ გვარი გამოიცვალა მხოლოდ 1972 წელს, მას შემდეგ რაც გოლდა მეირმა მიიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისათვის.

კაცირის ძმა ცნობილი ფიზიკოსი აარონ კაცირი 1972 წლის 30 მაისს მოკლეს იაპონელმა ექსტრემისტებმა დავიდ ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ზალმან შაზარი
ისრაელის პრეზიდენტი

19731978
შემდეგი:
იცხაკ ნავონი

[[კატეგორია::დაბადებული 16 მაისი]]