ენფილდი (სტადიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენფილდი
მდებარეობა ლივერპული, ინგლისი
კოორდინატები 53°25′50″ ჩ. გ. 2°57′39″ დ. გ. / 53.4308278° ჩ. გ. 2.9608472° დ. გ. / 53.4308278; -2.9608472
აშენდა 1884
გაიხსნა 1884
მესაკუთრე ს/კ „ლივერპული“
ტევადობა 53 394
გუნდები
„ევერტონი“ 1884-1892
„ლივერპული“ 1992-

ენფილდი — საფეხბურთო სტადიონი ლივერპულში, ინგლისში. ენფილდი 45 276 ადამიანს იტევს და ამ შედეგით მეშვიდე ყველაზე დიდი სტადიონია ინგლისში[1]. სტადიონზე საშინაო შეხვედრებს 1892 წლიდან ატარებს პრემიერ ლიგის კლუბი „ლივერპული“, მანამდე სტადიონი კიდევ ერთ ლივერპულულ კლუბს „ევერტონს“ ეკუთვნოდა[2].

სარეკორდო დასწრება ენფილდზე 1952 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა[2], ამ დღეს სტადიონზე თავი 61 905-მა მაყურებელმა მოიყარა. მაშინ სტადიონზე ფეხზე დასადგომი ადგილებნიც იყო, 1994 წლის შემდეგ კი ენფილდი მთლიანად დასაჯდომი ტრიბუნებით აღჭურვეს.

სტადიონის ორ შესასვლელს „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელების: ბილ შენკლისა და ბობ პეისლის სახელი ჰქვია. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ბილ შენკლის ქანდაკება.

2014 წლის 8 დეკემბერს ენფილდის რეკონსტრუქცია დაიწყო[3], რომელიც სტადიონს ჯერ 54 000-მდე, საბოლოოდ კი 59 000-მდე გაზრდის[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Premier League Handbook Season 2013/14 (PDF). Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2013.
  2. 2.0 2.1 "Liverpool F.C | Stadium | Anfield" დაარქივებული 2014-02-28 საიტზე Wayback Machine. , Liverpool F.C. Retrieved 18 February 2014
  3. "Carillion to start work on £75m Anfield expansion". The Telegraph. Retrieved 17 January 2015
  4. „Liverpool's Anfield stadium expansion: Construction to begin on Monday“. BBC News. 4 December 2014.