ენტონი მაკარტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენტონი მაკარტენი

ენტონი მაკარტენი
მშობლიური სახელი Anthony McCarten
დაბადების თარიღი 1961
ნიუ-პლიმუთი, ახალი ზელანდია
მოქალაქეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ალმა-მატერი
საქმიანობა
  • სცენარისტი
  • რომანისტი
  • დრამატურგი

ენტონი მაკარტენი (ინგლ. Anthony McCarten; დ. 1961) — ახალზელანდიელი სცენარისტი, დრამატურგი და რომანისტი.

დაიბადა და გაიზარდა ნიუ-პლიმუთში, ახალ ზელანდიაში.[1] დაამთავრა ფრენსის დაგლასის მემორიალური კოლეჯი. მესის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო დედოფალ ვიქტორიას უნივერსიტეტში. 1980-იან წლებში დაიწყო პიესების წერა.

მაკარტენი არის რამდენიმე ბიოგრაფიული ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორისაა: „ყველაფრის თეორია (2014), „მძიმე დროება“ (2017) და „ბოჰემური რაფსოდია“ (2018). მიღებული აქვს BAFTA-ს ორი ჯილდო და ოსკარის სამი ნომინაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Saltmarsh, Matthew. (24 May 2008) From sex comedy to exiles: Prolific New Zealander's worldwide reach. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.