ენიპეასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენიპეასი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიგრძე 84 კმ

ენიპეასი (ბერძ. Ενιπέας) — მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში, მდინარე პინიოსის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ფთიოტიდის ნომის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე 84 კმ. მიედინება უმეტესად ჩრდილო-დასავლეთისაკენ, თესალიის ტერიტორიაზე.

გაედინება ქალაქებს ფარსალასა და ფილოს მიდამოებში და შეერთვის მდინარე პინიოსს ფარკადონასთან ახლოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]