ემეიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემეიშანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iv, vi, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 29°31′11″ ჩ. გ. 103°19′57″ ა. გ. / 29.51972° ჩ. გ. 103.33250° ა. გ. / 29.51972; 103.33250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 779
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 779
ინგლ.რუს.ფრ.

ემეიშანი (ჩინ. 峨嵋山) — მთა ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3 099 მეტრია და უმაღლესია ჩინეთის ოთხ ბუდისტურ წმინდა მთას შორის. ემეიშანის მფარველი ბოდჰისატვა სამანტაბჰადრა, რომელსაც ჩინეთში პუხიანს უწოდებენ. XVI-XVII საუკუნეების წყაროები, ემეიშანის მონასტრებში სამხედრო ხელოვნების გავრცელებას ადასტურებენ, მათ შორისაა შაოლინის მონასტერიც, როგორც ჩინური კრივის ჩასახვის ადგილი.

მთის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ვულკანური კლდეებით, რომლებიც პერმის ერაში, ვულკანების ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

ლეგენდის თანახმად, ბოდჰისატვა სამანტაბჰადრა ემეიშანის მთიდან სამთავიანი სპილოთი გაფრინდა. ძვ. წ. I საუკუნეში, აქ პირველი ბუდისტური ტაძარი აშენდა მთელი ჩინეთის მასშტაბით. დღეისათვის შემონახული უძველესი ნაშთია IX-X საუკუნეების ბოდჰისტავას სპილოზე ამხედრებული ქანდაკება.

უკვე XX საუკუნის შუა წლებში, მთაზე ასზე მეტი ტაძარი მდებარეობდა. დღეს ზოგიერთი მათგანი უმძიმეს პირობებშია და რეკონსტრუქციისათვის თანხების შესაგროვებლად, ოთახებს ტურისტებზე აქირავებენ, ასევე სთავაზობენ კვებას.

1996 წელს, იუნესკომ ემეიშანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: