ელის უოლტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის უოლტონი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1949 (1949-10-02) (74 წლის)
ნიუპორტი, არკანზასი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ

ელის ლუიზა უოლტონი (ინგლ. Alice Louise Walton; დ. 7 ოქტომბერი, 1949) — ამერიკელი მილიარდერი, Walmart-ის დამაარსებლის სემ უოლტონისა და მისი მეუღლის ჰელენ უოლტონის ქალიშვილი. 2018 წლის მაისისთვის მისი ქონება 41,8 მილიარდ დოლარად შეფასდა. [1] 2018 წლის Forbes-ის სიაში ის რიგით მეორე გახდა მდიდარ ქალთა შორის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელის უოლტონი დაიბადა 1949 წლის 7 ოქტომბერს, მაღაზიათა ქსელის Walmart-ის დამფუძნებლების, სემუელ მურ უოლტონისა და ჰელენ რობსონ უოლტონის ოჯახში. მან ბავშვობა გაატარა ნიუპორტში, არკანზასის შტატში გაატარა. მის გარდა ოჯახში იზრდებოდა სამი ბავშვი - რობი, ჯიმი და ჯონი.[2]

საშუალო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, იგი შევიდა თრინითის უნივერსიტეტში (სან ანტონიო, ტეხასი). აქ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფინანსებსა და ეკონომიკაში. მან დაიწყო თავისი კარიერა ოჯახის კუთვნილ კომპანიაში. მოგვიანებით უოლტონი მუშაობდა თავმჯდომარის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა Arvest- ის ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. 1988 წელს ელის უოლტონმა დააფუძნა საკუთარი საინვესტიციო ფინანსური ორგანიზაცია Llama. იგი გახდა საკუთარი ბანკის პრეზიდენტი, ამავე დროს იყო თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.მამის გარდაცვალების შემდეგ მან დახურა ბანკი და საცხოვრებლად გადავიდა ტეხასში, მილსაპის რანჩოში, სადაც დაიწყო ცხენების გამოყვანა.[3]

უოლტონს ნახატების შეგროვება უყვარს. 2004 წელს, ნიუ – იორკის აუქციონზე, მან იყიდა 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნამუშევრები. 2005 წელს ელის უოლტონმა იყიდა პეიზაჟისტის აშერ ბრაუნ დიურანის ნახატების კოლექცია, ასევე შეიძინა ვინსლოუ ჰომეროსისა და ედვარდ გოპერის ნამუშევრები.

ელის უოლტონი ასევე აფინანსებს სამთავრობო პროექტებს, მათ შორისაა 1998 წელს ბენტონვილის აეროპორტის მშენებლობა, რომლის ერთ-ერთ ტერმინალს მისი სახელი მიენიჭა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელის უოლტონი პირველად დაქორწინდა 24 წლის ასაკში. ბანკირი ლუიზიანადან გახდა მისი რჩეული. მაგრამ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და 2.5 წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. მეორედ უოლტონმა იქორწინა მუშაზე, რომელიც მათ სახლში საცურაო აუზს აშენებდა, თუმცა, ეს ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.forbes.com/profile/alice-walton/
  2. Tedlow, Richard S. (July 23, 2001). "Sam Walton: Great From the Start". Harvard Business School.
  3. Paul, Steven (November 19, 2006). "Alice L. Walton, Making a Grand Dream a Reality: The Jet-Setter Is Parlaying Her Wealth into a Hometown Museum". The Kansas City Star.