ელესდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი
ელესდი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებალიზერგინული მჟავის დიეთილამიდი
ტრადიციული სახელწოდებაელესდი, ელესდი-25, D-ელესდი, D-ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა323.440 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა80 - 85 °C
კლასიფიკაცია
PubChem5761

ელესდი ან ელესდი-25 (ინგლ. Lysergic acid diethylamide, LSD) — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს (დახუჭული და გახელილი თვალით), დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა). ლსდ-ს აღმოჩენამ, მისი საშუალებით განცდილმა აქამდე უცნობმა ფსიქიკურმა მდგომარეობებმა, ხედვამ და ასევე მისმა შემდგომმა შესწავლამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფსიქიატრიაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე და იმდროინდელ კონტრ-კულტურაზე.

ელესდი პირველად 1938 წელს შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა. „ელესდი -25“ როგორც თავად ალბერტ ჰოფმანი განმარტავს ლაბორატორიაში მიცემული კოდური სახელია, რომელიც ლიზერგინული მჟავის ამიდების სერიის სინთეზის დროს, როგორც რიგით 25-ე სუბსტანციას მიენიჭა[1] მიუხედავად ამისა ნივთიერების ჭეშმარიტი ბუნება წლების მანძილზე უცნობი იყო მისი შემქმნელისთვის მანამ სანამ 1943 წელს, 16 აპრილს ლაბორატორიაში მუშაობისას შემთხვევით თითებიდან შეწოვის შედეგად იგი მის ორგანიზმში არ მოხვდა, რაოდენობა ძალიან მცირე იყო თუმცა საკმარისი, რომ ჰოფმანს მისი ფსიქოაქტიური ბუნება შეეგრძნო. სამი დღის შემდეგ 19 აპრილს, მან ამჯერად უკვე გამიზნულად 10 მლ წყალში განზავებული, 250 მიკროგრამი (0.25 მილიგრამი) ლსდ per os მიიღო (დოზა რომელიც მისი აზრით ზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო ეფექტის შესაგრძნობად). რეალურად კი ზღვრული დოზა 20 მიკროგრამია.[2]

დღესდღეობით ჰალუცინოგენები რომლებიც საქართველოში ბლოტერების (პატარა, ჰალუცინოგენით გაჟღენთილი ქაღალდები), განსაკუთრებით კი სითხის და ფხვნილის სახით იყიდება, როგორც ლსდ, შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ არ შეიცავს ელესდის და სულ სხვა ქიმიური ჯგუფის ჰალუცინოგენს, ბევრად უფრო იაფფასიან რომელიმე ფენეთილამინს წარმოადგენენ. უარეს შემთხვევაში, მომხმარებელი მეცნიერულად შეუსწავლელ, ახალ ექსპერიმენტულ ნაერთს იღებს, რომლის შესაძლო შედეგებიც, ახლო და შორეულ მომავალში ჯანმრთელობაზე უცნობია.

ტოქსიკოლოგიური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებისთვის: ელესდის საშუალო დოზა 1.5 მიკროგრამი/კილოგრამზეა (0.0015 მილიგრამი/კილოგრამზე) [3]

ელესდის LD50 (საშუალო სასიკვდილო დოზა) ვარირებს სახეობებს შორის, ყველაზე დაბალი იგი კურდღლებშია 0.3მგ/კგ ინტრავენურად.[4] ვირთაგვებში სასიკვდილო დოზა გაცილებით მაღალია 16.5მგ/კგ ინტრავენურად[4][5] ცხოველებში სიკვდილს პარალიზი და რესპირატორული სისტემის უკმარისობა იწვევდა. მაიმუნებში (Macaca Mulatta) 1მგ/კგ (1000 მკგ/კგ) ინტრავენურმა ინექციამ არ გამოიწვია არც სასიკვდილო გამოსავალი და არც პერსისტენტული სომატური ცვლილებები[6] ადამიანებში არ არის დადასტურებული სიკვდილის შემთხვევა რომელიც ლსდ-ს ზედოზირებამ გამოიწვია. 8 ინდივიდმა რომლებმაც შემთხვევით ლსდ-ს ძალიან დიდი ოდენობა მიიღო და დაუფიქსირდათ ლსდ-ს კონცენტრაცია 1000-7000 მიკროგრამი 100 მლ პლაზმაში კომატოზურ მდგომარეობაში მოთავსდნენ საავადმყოფოში, აღენიშნებოდათ ჰიპერთერმია, ღებინება, მსუბუქი სისხლდენა კუჭიდან და რესპირატორული პრობლემები. არცერთი შემთხვევა ფატალურად არ დამთავრებულა, ჯანმრთელობის მხრივ არ აღენიშნათ ნარჩენი ეფექტები.[7]

ტერატოგენული და მუტაგენური ეფექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს გამოქვეყნდა სტატია ელესდის მიერ გამოწვეული ქრომოსომული დაზიანების შესახებ[8] სტატიამ ვერ გაუძლო სამედიცინო კრიტიკას და მასში წამოყენებული მოსაზრება გაბათილებულ იქნა შემდგომ კვლევებში: დიშოცკი[9] და გროფი[10]) ემპირიულმა შესწავლამ არ აჩვენა ელესდის მუტაგენური ან ტერატოგენული პოტენციალი. ცხოველებში (თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები) ტერატოგენულობა ელესდის მხოლოდ განსაკუთრებით მაღალმა (500მკგ/კგ კანქვეშ) დოზებმა აჩვენეს. ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი თაგვებში ორსულობის პირველი 7 დღე აღმოჩნდა[11] ელესდის არ აქვს კარცენოგენული ეფექტი[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.erowid.org/culture/characters/hofmann_albert/hofmann_albert_interview1.shtml
  2. http://www.skeptically.org/recres/id8.html
  3. https://www.erowid.org/chemicals/lsd/lsd_dose.shtml
  4. 4.0 4.1 Rothlin E, Cerletti A. Pharmacology of LSD-25. In: Cholden L, ed. Lysergic acid diethylamide and mescaline in experimental psychiatry. New York: Grune and Stratton, 1956, pp. 1–7
  5. Freedman DX. The psychopharmacology of hallucinogenic agents. Ann Rev Med 1969;20:409–418
  6. Evarts EV. Some effects of bufotenine and LSD on the monkey. AMA Arch Neurol Psychiatry 1956;75:49–53
  7. Klock JC, Boerner U, Becker CE. Coma, hyperthermia and bleeding associated with massive LSD overdose. A report of eight cases. West J Med 1974;120:183–188
  8. Cohen MM, Marinello MJ, Back N. Chromosomal damage in human leukocytes induced by lysergic acid diethylamide. Science 1967;155:1417–1419
  9. Dishotsky NI, Loughman WD, Mogar RE, Lipscomb WR. LSD and genetic damage. Science 1971;172:431–447
  10. 10.0 10.1 Grof S. The effects of LSD on chromosomes, genetic mutation, fetal development and malignancy. In: Grof S. LSD psychotherapy. Pomoma, CA: Hunter House, 1980, pp. 320–347
  11. Auerbach R, Rugowski JA. LSD: Effect on embryos. Science 1968;157:1325–1326