ეთერი თუთბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთერი თუთბერიძე

ეთერი თუთბერიძე 2018 წელს
მშობლიური სახელი Этери Георгиевна Тутберидзе
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1974 (1974-02-24) (50 წლის)
მოსკოვი, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ეთნიკურად ქართველი
საქმიანობა
  • მოციგურავე
  • ფიგურული სრიალის მწვრთნელი
შვილ(ებ)ი დიანა დეივისი

ეთერი გიორგის ასული თუთბერიძე (რუს. Этери Георгиевна Тутберидзе; დ. 24 თებერვალი, 1974, მოსკოვი, სსრკ) — რუსი ფიგურული სრიალის მწვრთნელი. მუშაობს ინდივიდუალურ სპორტსმენებთან. მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ მოიპოვა ოლიმპიური მედალი.

ბიოგრფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წლის 24 თებერვალს, მოსკოვში.[1][2] ჰყავს 3 და და 1 ძმა. არის ნახევრად ქართველი, მეოთხედით რუსი, ხოლო მეოთხედით სომეხი.[3] მისი დედა იყო მთავარი ინჟინერი სსრკ-ის აგროტექნიკის სამინისტროში. მამა მუშაობდა ტაქსის მძღოლად.[4] დაამთავრა იპოლიტოვ ივანოვის მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრივ. ფიგურული სრიალი 4 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ინდივიდუალურ მოციგურავედ. მისი პირველი მწვრთნელი იყო ედუარდ პლინერი. ასევე სწავლობდა ფიზკულტურის აკადემიაში და მიიღო ქორეოგრაფის კვალიფიკაცია.

ხერხემალზე მიღებული ტრავმის შემდეგ გადავიდა კატეგორიაში „ცეკვები ყინულზე“, მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის თასზე. 1990-იანი წლების დასაწყისში გამოდიოდა რუსულ „ბალეტი ყინულზე“. 18 წლის ასაკში ეთერი გადავიდა აშშ-ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ermolina, Olga (25 თებერვალი, 2014). „Этери Тутберидзе: «Многие спортсмены, которые выходят на высокий уровень, максималисты»“ [Eteri Tutberidze: "Many elite athletes are overachievers"] (Russian). Russian Figure Skating Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. Этери Георгиевна Тутберидзе Russian. fskate.ru.
  3. Berlot, Jean-Christophe (11 დეკემბერი, 2014). „Tutberidze trying to lead her skaters to the light“. IceNetwork. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-18. ციტირების თარიღი: 2019-06-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Ermolina, Olga (22 მარტი, 2015). „ЭТЕРИ ТУТБЕРИДЗЕ: ПЯТЫЙ ЭЛЕМЕНТ“ [Eteri Tutberidze: Fifth element] (Russian). Russian Figure Skating Federation. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)