დურაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დურაჯი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  ხოხბისებრნი
გვარი:  დურაჯები
სახეობა:  დურაჯი
ლათინური სახელი
Francolinus francolinus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22678719
Francolinus francolinus

დურაჯი (ლათ. Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე მანძილზე. იკვებება ყლორტებით, კვირტებით, ნაყოფით, თესლით, მწერებით, ლოკოკინებით. მოსპობის საშიშროების გამო დურაჯზე ნადირობა აკრძალულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]