დოესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დოესი

სამების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი დოესი
კოორდინატები 41°56′06″ ჩ. გ. 44°14′37″ ა. გ. / 41.93500° ჩ. გ. 44.24361° ა. გ. / 41.93500; 44.24361
ცენტრის სიმაღლე 580
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2323[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დოესი — საქართველო
დოესი
დოესი — შიდა ქართლი
დოესი
დოესი — კასპის მუნიციპალიტეტი
დოესი

დოესისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე. მცხეთა-ძეგვი-ხიდისთავი-გორის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დოესი, გრაკალი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.

სოფელში მდებარეობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) (1960-1972) სახლ-მუზეუმი. ასევე სამებისა და ღვთისმშობლის ბაზილიკური ეკლესიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლის 16 აგვისტოს, სოფლის მოედანზე შეიკრიბა გლეხობა. მათ უარი განაცხადეს თავად ციციშვილისთვის მაღალი გადასახადის გადახდაზე. აჯანყებულთა დასაწყნარებლად მოიწვიეს გორის მაზრის უფროსი ცხენოსანთა რაზმით. დააპატიმრა 5 მოთავე გლეხი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2323 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 2818 1360 1458
2014[1] 2323 1152 1171

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.