დისკურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დისკურსი — სამეტყველო სისტემის სოციალურად განპირობებული ორგანიზაცია და განსაზღვრული პრინციპები, რომელთა შესაბამისად კლასიფიცირდება და წარმოდგება რეალობა დროის ამა თუ იმ პერიოდებში.

1960-70-იან წლებში დისკურის განიხილებოდა, როგორც წინადადებათა ან სამეტყველო ქმედებათა ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული თანმიმდევრობა.

თანამედროვე მიდგომების პოზიციდან კი დისკურსი არის რთული საკომუნიკაციო მოვლენა, რომელიც ტექსტის გარდა მოიცავს ასევე ამ ტექსტის გასაგებად აუცილებელ ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს (სამყაროს შესახებ ცოდნა, აზრი, ადრესატის მიზნები).