დიდი რუსული ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი რუსული ენციკლოპედია“

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ენა რუსული
გამომცემელი „დიდი რუსული ენციკლოპედია“
გამოცემის თარიღი 2004-2017
წინამორბედი დიდი საბჭოთა ენციკლოპედია

დიდი რუსული ენციკლოპედია (რუს. Большая российская энциклопедия) — უნივერსალური ენციკლოპედია რუსულ ენაზე. გამოცემა შედგება 35 დანომრილი ტომისაგან და ტომისაგან „რუსეთი“ და შეიცავს 80 ათასზე მეტ სტატიას. ენციკლოპედია გამოიცემოდა 2004-2017 წლებში სამეცნიერო გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედიის“ მიერ. 2016 წლიდან არსებობს ენციკლოპედიის ინტერნეტ-ვერსია. დრე-ის მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე იყო მათემატიკოსი და მექანიკოსი იური ოსიპოვი, ხოლო პასუხისმგებელი რედაქტორი ჟურნალისტი სერგეი კრავეცი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]