დიაპაუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაპაუზა — სვენების პერიოდი ცხოველთა განვითარებაში, რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრ დაქვეითება და ფორმაწარმოქმნითი პროცესების შეჩერება. დიაპაუზის დროს იმატებს ორგანიზმის გამძლეობა მავნე გარეგანი ზემოქმედებისადმი. ყოველი ბიოლოგიური სახეობის დიაპაუზა შეესაბამება სასიცოცხლო ციკლის გარკვეულ ფაზას. ამის მიხედვით არსებობს ემბრიონული დიაპაუზა, ლარვული დიაპაუზა, ჭუპრობის დიაპაუზა, იმაგინალური დიაპაუზა. ზოგჯერ აღინიშნება საზაფხულო დიაპაუზა, ე.წ. ესტივაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]