დეფემინიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეფემინიზაცია (ლათ. de — მოცილება, მოსპობა + ფემინიზაცია) — ბიჭებში ხასიათისა და ქცევის ქალური ფორმების გადალახვის პროცესი, რომელიც ძირითადად აღზრდის პროცესში მხოლოდ ქალების გარემოცვაში ყოფნითაა გამოწვეული.

ევოლუციურ ბიოლოგიასა და ზოოლოგიაში, დეფემინიზაცია სექსუალური დიფერენციაციის თანმდევი ასპექტია, რაც პოტენციურ ქალურ მახასიათებლებს, ფუნქციებსა თუ ქცევებს საშუალებას არ აძლევს მონაწილეობა მიიღოს მამრობითი სახის განვითარების პროცესში. ერთი შეხედვით, თითქოსდა ტერმინი გულისხმობს ქალური ნიშან-თვისებების მთლიანად მოსპობას, მაგრამ ეს ასე არ არის — ტერმინი მოაზრებულია, როგორც უფრო მეტად ამ თვისებების გამოვლენის ხელისშემშლელი ფაქტორი.

დაკვირვების მეშვეობით დადგინდა, რომ მთელ რიგ მამრ ძუძუმწოვრებში, სათესლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ჰორმონის ერთ-ერთი ნაირსახეობა — AMH — ცნობილი, როგორც Anti-Müllerian hormone მოქმედებს უშუალოდ ამ ძუძუმწოვრების ტვინზე, უშლის რა ამით ხელს მათში მდედრობითი ქცევის (განსაკუთრებით კი რეპროდუქციული ფუნქციის) განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]